გრაფენის ოქსიდით განმტკიცებული პოლიმერული ნანოკომ¬პო¬ზი¬ტე¬ბის სინთეზი

გრაფენის ოქსიდი პოლიდიმეთილსილოქსანი ექსტრუდერი ძაფი

ავტორები

ტომ. 6 No. 1 (2024)
სტატიები
March 21, 2024

ჩამოტვირთვები

ახალი ათასწლეულის დასაწყისიდან „3D“ კონცეფცია მტკიცედ შემოვიდა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. 3D ბეჭდვის ტექნოლოგიები გვიხსნის ახალ შესაძლებლობებს შემოქმედებით, მეცნიერებაში, ტექნოლოგიასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში. 3D პრინტერი, ან სამგანზომილებიანი საბეჭდი მანქანა, უნიკალური თანამედროვე ხელსაწყოა, რომლითაც შეგვიძლია დავბეჭდოთ, როგორც მცირე, ასევე დიდი ზომის  ობიექტები. 3D ბეჭდვის ტექნოლოგიაში თავდაპირველად კომპიუტერში იქმნება ობიექტის სტრუქტურის ციფრული მოდელი, რომელიც ურთიერთქმედებს პრინტერთან და შესაბამისი ბრძანების შედეგად იწყებს ფენა-ფენა პროდუქტის ფორმირებას. 3D ბეჭდვის უპირატესობა ჩვეულებრივ ბეჭდვასთან შედარებით არის მაღალი სიჩქარე, სიმარტივე და შედარებით დაბალი ღირებულება [1-2]. სწორედ ამიტომ, ეს სამუშაო ეხება გრაფენის ოქსიდით განმტკიცებული პოლიმერული ნანოკომპოზიტების სინთეზი, სადაც მატრიცად გამოყენებულია პოლიდიმეთილსილოქსანი. თავდაპირველად განხორციელდა გრაფენის ოქსიდის სინთეზი ჰამმერსის მოდიფიცირებული მეთოდით და სხვადსხვა პროცენტული კონცენტრაციით შერეული იქნა პოლიდიმეთილსილოქსანში. გრაფენის ოქსიდის ფირფიტების ერთგვაროვანი  დისპერსიის მიზნით პოლიდიმეთილსილოქსანი გავხსენით ქლოროფორმში და შერევა განვახორციელეთ ულტრასონირების მეთოდით.  მიღებული ნარევი გავაშრეთ და ექსტრუდერის გამოყენებით დავამზადეთ  1მმ სისქის პოლიმერული ძაფები შემდგომი კვლევებისთვის.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.