ედგარ ალან პოს „ელდორადო“ ქართულ თარგმანებში

ედგარ ალან პო ელდორადო ქართული თარგმანი ალუზია

ავტორები

ტომ. 6 No. 3 (2024)
სტატიები
September 20, 2024

ჩამოტვირთვები

კრიტიკოსები „ელდორადოს“ ედგარ ალან პოს ყველა სხვა ლექსისგან განსხვავებულად მიიჩნევენ მნიშვნელობისა და კომპოზიციის გამო, რადგან იგი რომანტიკულ სიყვარულსა და საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ სევდას არ აღწერს. თუმცა ავტორი აქაც მშვენიერების ძიებაშია. „ელდორადოს“ თავისებურებას რიტმულობა, მუსიკალობა, ენის სიმარტივე და ტონალობა განაპირობებს. მარტივი სტრუქტურის მიუხედავად, ლექსში მრავლადაა ბიბლიური და მითოლოგიური ალუზიები, რომლებიც ავტორს მისტიკური ეფექტის შექმნაში ეხმარება. „ელდორადო“ განსაკუთრებული ლექსია, რომელიც მკითხველს იზიდავს, ერთი მხრივ, მარტივი ფორმით, ბალადის მსგავსი რიტმითა და ჟღერადობით, მეორე მხრივ, ღრმა და იდუმალი შინაარსით, ასე მოკლედ და მსუბუქად რომ გვაწვდის ავტორი. ამის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ ლექსი მიმზიდველი აღმოჩნდა მთარგმნელებისთვისაც  –  ქართულ ენაზე მისი ბევრი თარგმანი არსებობს, მათ შორის, გივი გაჩეჩილაძის, კოტე ჯანდიერის, ინოლა გურგულიას, ფილიპე ბერიძის, ვაჟა შიუკაშვილის, ზვიად მუსელიანის, ვასილ გულეურის, ამირან ღოღაძის, მინდია უგრეხელიძის, ზურაბ გურულის, ლელა ებრალიძისა და ეთერ ჭურაძის თარგმანები.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.