მასობრივი კომუნიკაციის როლი ულტრადემოკრატიული ქვეყნების საარჩევნო პროცესში

არჩევნები მედია მასობრივი კომუნიკაცია დემოკრატია პლურალიზმი

ავტორები

ტომ. 6 No. 2 (2024)
სტატიები
June 5, 2024

ჩამოტვირთვები

დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი პირობები სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება, პლურალიზმის  მაღალი დონე და სამართლიანი არჩევნებია. სოციოლოგების მოსაზრებით, ქვეყანაში განვითარებული დემოკრატიული პროცესების ხარისხი  ინფორმირებულობაზეა დამოკიდებული. ელექტორატის ინფორმირებულობის გაზრდა მედიის დახმარებითაა შესაძლებელი, სწორედ ამიტომ თანამედროვე საარჩევნო სისტემებთან მიმართებით, მნიშვნელოვანია გამოკვეთილი იყოს მედიის როლი. ის გვევლინება, როგორც საზოგადოებრივი აზრის მაკონსტრუირებელი ინსტრუმენტი, შესაბამისად მისი გავლენა  სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებში, მათ შორის საარჩევნო პროცესებში მეტად მნიშვნელოვანია. კვლევა გამოკვეთს, თუ რა ფუნქციები გააჩნია მედიას საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, როგორ ურთიერთობს აუდიტორიასთან და რა გავლენა აქვს საზოგადოებაზე. ნაშრომის მიზანია განიხილოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება საარჩევნო სისტემებში მედიის ჩართულობასთან მიმართებით.

მსგავსი სტატიები

1 2 3 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.