ზღვის წყლის გასუფთავების კომპლექსური სორბციულ- მემბრანული მეთოდების შემუშავება

ზღვის წყლის გაჭუჭყიანება სორბცია საწარმოოს ნარჩენი

ავტორები

ტომ. 6 No. 1 (2024)
სტატიები
მარტი 27, 2024

ჩამოტვირთვები

გარემოსდაცვითი ღონისძიებებიდან გაჭუჭყიანების პრევენციასთან ერთად მეტად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფა და ჩამდინარე წყლების გაწმენდა. ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით (ნ/პ) წყლების გაჭუჭყიანების მიზეზი შეიძლება გახდეს როგორც  მცირე ობიექტი, საწარმო (ტექნიკური შემოწმების ან ბენზინგამმართველი სადგური, ნავთობბაზა, სადაც ინახება პროდუქტი),  ასევე თანამედროვე ქარხნის  ტექნოლოგიური კომლექსი.  გარემოში მოხვედრილი  ნავთობი  თრგუნავს ადგილობრივ ეკოსისტემას და მიშვების შემთხვევაში ანადგურებს ფლორას და ფაუნას.  ჩვენის კვლევის მიზანს წარმოადგენდა შავი ზღვის აჭარის სამხრეთ-აღმოსავლეთ აკვატორიის წყლების ნავთობით და ნავთობპროდუქტებით გაბინძურების შესწავლა, ნავთობით გაბინძურებული ზღვის  წყლის კომპლექსური მეთოდით გაწმენდის შესაძლებლობის დადგენა, როცა გამფილტრავ მასალად გამოყენებულია იაფფასიანი პოლიმერული მასალა (ნარჩენი), საწარმოოს ნარჩენი ბუნებრივი მასალა (ხის ნახერხი) და ადვილად რეგენერირებადი მიკროფილტრი.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.