გამოწვევები ხატწერის განახლების გზაზე – კანონიკის ზოგიერთი ასპექტის შესახებ

სტატია დაიბეჭდა ჟურნალში „საქართველოს სიძველენი“ N25’22

ხატწერა კანონიკა

ავტორები

ტომ. 5 No. 1 (2023)
სტატიები
January 27, 2023

ჩამოტვირთვები

Funding data

ახალი ქართული ხატწერა XX ს.-ის 70-იანი წლებიდან იწყებს განახლებას. ეროვნული მხატვრული ფორმა თავიდანვე პრიორიტეტული იყო როგორც სახვით, ისე მუსიკალურ საეკლესიო ხელოვნებაში, თუმცა XX-XXI სს. მიჯნაზე გამოჩნდა კრიტიკული დამოკიდებულება ეროვნული ფორმის მიმართ. გაჩნდა პრობლემა, თუ რომელი გალობა და რაგვარი ხატწერა არის კანონიკური მართლმადიდებელ ეკლესიაში. საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა დააკანონა ქართული მრავალხმიანი გალობა.

ქართული ხატწერის კანონიკა XVII საუკუნიდან მოყოლებული, არის რუსული ეკლესიის გავლენის ქვეშ. იქ შემუშავებული წესები სავალდებულო იყო ქართული ხატწერისთვის, ისევე როგორც მთლიანად რუსული ეკლესიის ღვთისმსახურების ნორმები. დღესდღეობით გავრცელებული პრაქტიკა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ხატწერის ნორმებს კონკრეტულ რუსულ-ბიზანტიურ მხატვრულ სტილს უკავშირებს. ეს მიდგომა აფერხებს ხატწერის განვითარებას და თავის მხრივ, არ გამომდინარეობს მსოფლიო საეკლესიო სამართლის წესებიდან. VII მსოფლიო საეკლესიო კრების განჩინებით ხატწერის მთავარი დანიშნულებაა სახარებისეული ჭეშმარიტების იმგვარად გადმოცემა, რომ მასზე გამოსახული იყოს გასაგები, მისაბაძი და პატივსაგები. სხვადასხვა ქვეყნის გამოჩენილი ხატმწერების აზრი ამ საკითხზე ემთხვევა საქართველოში გაჟღერებულს - ახალი ხატწერის განვითარებისთვის აუცილებელია დადგინდეს კანონიკის ნამდვილი კრიტერიუმები. ის კონკრეტულ მხატვრულ სტილთან კი არ უნდა იყოს დაკავშირებული, არამედ თეოლოგიურ მიზანთან. ეს არის სწორედ მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია, ხოლო ხატწერის ამოცანაა თანამედროვე საეკლესიო მხატვრული ენის ძიება.   

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.