ანოტაცია
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაფიქსირდა საქონლით ვაჭრობის სწრაფი ზრდა ევროპაში. ხანგრძლივი და რთული საბაჟო პროცედურების ფონზე ყოველ ჯერზე, როცა საქონელი კვეთდა საზღვარს ვაჭრობის პროცედურები გართულებული იყო, სწორედ ამ პროცესის ფონზე ჩამოყალიბდა ქვეყნებს შორის მზარდი თანამშრომლობა და დაიწყო მოლაპარაკებები გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ეგიდით. ეს მიზნად ისახავდა საერთაშორისო ხელშეკრულების შედგენას, რომელსაც ხელი უნდა შეეწყო თავისუფალი სავაჭო სივრცის შექმნაში. სასაზღვრო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანი ელემენტია სასაზღვრო საცობების შესამცირებლად. არაადეკვატური ინფრასტრუქტურა ხშირად მთავარი დაბრკოლებაა ეფექტური ტრანზიტის ჩამოყალიბებაში, მაშინაც კი, თუ საბაჟო პროცედურები გამარტივებული და ეფექტურია. სატრანზიტო ტვირთის შეუფერხებლად გადაადგილება მოითხოვს ხარისხის ინფრასტრუქტურას. სატრანზიტო დოკუმენტები როდესაც უკვე არის წინასწარ გაცემული, სატვირთო მანქანების მძღოლებს შეუძლიათ გამოიყენონ გამოყოფილი "ტრანზიტის ზოლები" და დარჩნენ თავიანთ სატრანსპორტო საშუალებებში. სატრანზიტო ოპერაციები აუცილებლად მოიცავს სხვადასხვა მარეგულირებელ მოთხოვნებს, რომლებიც დაწესებულია საბაჟოს გარდა სამთავრობო უწყებების მიერ[1].
[1] https://unece.org/about-etir
წყაროები
https://unctad.org/system/files/official-document/TN08_FreedomofTransit.pdf
https://unctad.org/system/files/official-document/TN17_BondedTransportRegimes.pdf
Http://www.wcoomd.org/-/media/wco/public/global/pdf/topics/key-issues/ecp/2015/transit-handbook-for-upload-en.pdf?la=en
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .