მძიმე მეტალებით დაბინძურებული ნიადაგების გაწმენდის კომპლექსური მეთოდის შემუშავება

მძიმე მეტალები დაბინძურება რემედიაცია მიკროორგანიზმები

ავტორები

ტომ. 4 No. 5 (2022)
სტატიები
October 12, 2022

ჩამოტვირთვები

ყოველდღიურად წარმოქმნილი უზარმაზარი რაოდენობის  ორგანული და არაორგანული ნარჩენების უტილიზაციის არასწორმა სტრატეგიამ შექმნა  მნიშვნელოვანი პრობლემები. განსაკუთრებით მძიმე შედეგს წარმოადგენს გარემოს  მძიმე მეტალებით დაბინძურება. არსებობს მძიმე მეტალებით გამოწვეული დაბინძურებული გარემოს გასუფთავების მრავალი მეთოდი. გასუფთვების  იდეალურ გზას წარმოადგენს  ბიოლოგიური რემედიაცია, რომელიც დაბინძურებული გარემოს მართვისა და აღდგენის ეფექტურ მეთოდს წარმოადგენს. სამუშაოები განხორციელდა  მძიმე მეტალებით დაბინძურებული ნიადაგების ბიორემედიაციისათვის საჭირო ადგილობრივი მიკროორგანიზმების ბიოსტიმულირების მიმართულებით.კვლევის შედეგებმა გვიჩვენა, რომ ადგილობრივი მიკროორგანიზმები ეფექტურია მძიმე მეტალების ბიორემედიაციისათვის. განსაკუთრებით, ეფექტიანი აღმოჩნდა ჩვენს მიერ შერჩეული ბაქტერიისა და მიკროსკოპული სოკოს კონსორციუმის გამოყენება, რომელთაც ერთმანეთის მიმართ ურთიერთანტაგონისტური ზემოქმედება არ გამოავლინეს.

მსგავსი სტატიები

1 2 3 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.