პრობიოტიკური მიკროორგანიზმები – Propionibacterium ssp

ავტორები

პროპიონმჟავა ბაქტერიები მიეკუთვნება პრობიოტიკურ მიკროორგანიზმებს. მათი პრობიოტიკური თვისებები, ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის შეფასებული. ნაშრომში დახასიათებულია რძის პროპიონმჟავა ბაქტერიების პრობიოტიკური თვისებები: მაღალ მჟავიანობაზე ზრდა, ნაღვლის მჟავას მიმართ ტოლერანტობა, პათოგენური მიკროორგანიზმების დათრგუნვის უნარი, ანტიბიოტიკური მგრძნობელობა. ასევე  სხვადასხვა ფერმენტირებული რძის პროდუქტების შენახვის ვადის გაგრძელება, რაც განპირობებულია  პროპიონმჟავას სინთეზის უნარით. პროპიონმჟავა ბაქტერიების თვისებებიდან გამომდინარე შესაძლებელია ადვილად გადაილახოს ტექნოლოგიური დაბრკოლებები წარმოების ოპტიმიზაციის პროცესში. ეს კი საშუალებას იძლევა მომავალში მათი გამოყენების სხვადასხვა ფერმენტირებული პრობიოტიკური საკვების მისაღებად.