საქართველოში გავრცელებული Allium ponticum-ის გენერაციული და ვეგეტატიური ორგანოების მიკროსტრუქტურული თავისებურებანი

Allium ponticum Allium მიკროსტრუქტურა

ავტორები

ტომ. 4 No. 4 (2022)
სტატიები
September 5, 2022

ჩამოტვირთვები

კვლევის მიზანია საქართველოში გავრცელებული Allium ponticum  Micscz ex Grossh.-ის  გენერაციული და ვეგეტატიური ორგანოების მაკრო- და მიკროსტრუქტურული თავისებურებების შესწავლის საფუძველზე სადიაგნოსტიკო მახასიათებლების დადგენა. A. ponticum-ის ფოთლის ორმხრივი მფარავი ქსოვილის სტრუქტურა ერთმანეთის იდენტურია; ეპიდერმისის ფუძემდებარე უჯრედების შევიწროვებულ კიდეზე კონცენტრირებულია პარაციტული ტიპის  ბაგის აპარატი; ჭურჭელბოჭკოვანი გამტარი კონები კოლატერალური ტიპის. ღეროს მფარავი ქსოვილი კუტინიზირებული; ეპიდერმისი ერთ რიგიანი; ეპიდერმულ უჯრედთა გარე პერიკლინური კედელი მძლავრად გარსგასქელებული. ყვავილედი მრგვალი, ნახევარსფეროსებრი,  ხშირ-ყვავილიანი ქოლგა. გაგანიერებული სამტვრე ძაფის (შიდა ფურცლის) ეპიდერმისის ფუძემდებარე უჯრედები ხასიათდებიან სიგრძეზე წაგრძელებული, სწორხაზოვანი,  პერიკლინარული კედლების სწორი ან ირიბი დახრით. ბოლქვი კარგად განვითარებული; თავისუფალი; სფერულ-ოვალური ფორმის;  გარსი ტყავისებრი. ბოლქვის განივი ჭრილის ტექსტურის პანორამაზე, ბაზიპეტალური მიმართულებით, გამოიკვეთა ფუნჯა ფესვების დიფერენცირების ტენდენცია;

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.