ანოტაცია
„საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016-2020 წლებისთვის“ აგებულია და შესაბამისობაშია ევროპული მცირე ბიზნესის საქმიანობის შესახებ აქტის ძირითად პრინციპებთან. მასში გათვალისწინებულია ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების პოლიტიკის კუთხით. სტრატეგიის მთავარი მიზანია მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, მათი კონკურენუნარიანობის შესაძლებლობების ამაღლება, შემოსავლების, სამუშაო ადგილების ზრდის, მდგრადი და კონკურენტული ეკონომიკური განვითარების მიღწევა. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ DCFTA-ის შეთანხმების ფარგლებში იზრდება მეწარმეთა ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრაციის შესაძლებლობა, რასაც ახლავს პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის ზრდის მოლოდინი. მათ შორის, დიდია მეფუტკრეთა მოლოდინი ევროპის ბაზარზე ქართული თაფლის, საექსპორტო მოცულობის მნიშვნელოვნად გაზრდასთან დაკავშირებით. ცნობილია, რომ ევროკავშირის ბაზარზე თაფლზე მოთხოვნა წლიურად 6%-ით იზრდება. მოხმარებისთვის საჭირო თაფლის ნახევარზე მეტი იმპორტირებულია, რომლის საშუალო მოცულობა წელიწადში 150 ათას ტონას უტოლდება. ამ მოცულობის იმპორტში ქართულ თაფლსაც შეუძლია მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება.იმერეთის რეგიონის მცირე და საშუალო მეფუტკრეების მიერ თაფლის წარმოების მართვის და გაძღოლის სპეციფიკის შესწავლის მიზნით მოხდა მათი ანკეტირება. ანკეტირების შედეგად ჩამოყალიბდა გარკვეული სურათი მეფუტკრეების უნარების და რესურსების შესახებ, რომელსაც ისინი ფლობენ და იყენებენ ამ სფეროს გასავითარებლად. მაღალია მათი ინტერესი თაფლის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიმართ, განსაკუთრებით სტაბილურად ისინი თვლიან ევროკავშირის ბაზარს. როგორც სტატიის შესავალ ნაწილში წარმოდგენილი მიმოხილვიდან გამოიკვეთა, მეფუტკრეობის მზარდი მეურნეობების მიუხედავად, თაფლის რადიკალურად მზარდი წარმოება სახეზე არ არის. თუმცა, მეფუტკრეთა ნაწილი ფიქრობს, რომ თაფლის წარმოების არსებული მოცულობის რეალიზაციაც პრობლემაა, თუ არ მოხდა საექსპორტო მიმართულებით მისი გაყიდვის სტიმულირება. სტატიაში წარმოდგენილი მცირე კვლევა ვერ შექმნის თაფლის ქართული ბაზრის მდგომარეობის სრულ სურათს, მაგარამ წარმოდგენილია იმ პრობლემების მიგნებას მცდელობა, რომლებიც აფერხებენ უნიკალური ქართული თაფლის წარმოების სტიმულირებას და მსოფლიო ბაზარზე მისი საექსპორტო პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობას ბიზნესის მართვის დონეზე.
წყაროები
Small and Medium Business Development Strategy of Georgia 2016-20, Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia, Annual Report of the Action Plan for 2019. p.81.
http://www.economy.ge/uploads/files/2017/ek__politika/sme_strategy/me_strategy_annual_report_2019_1_geo.pdf, date (19.09.20).
European Union for Georgia. Beekeeping and honey production in Georgia and the European Union.
http://www.kedalag.ge/images/temp/2020/03/06/68d31d14d6301b04deef114d94c50b85.pdf, research date (19.09.20).
https://www.geostat.ge/media/38833/soflis_meurneoba_2020.pdf (6/08/21).
https://www.geostat.ge/media/24487/soflis-meurneoba_2018.pdf (6/08/21).
http://www.kedalag.ge/images/temp/2020/03/06/68d31d14d6301b04deef114d94c50b85.pdf
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .