ბიომრავალფეროვნებისაკენ მიმავალი ზოგიერთი მეთოდის შესახებ ციტრუსოვანთა (Citrus) სელექციაში

ავტორები

ნაშრომში მოცემულია მიმოხილვა მცენარეთა ბიომრავალფეროვნების შესახებ. დასაბუთებულია აზრი იმის საილუსტრაციოდ, რომ ლიტერატურაში უხვადაა ცნობები  მცენარეთა მრავალფეროვნების შესახებ. მითითებულია იმის შესახებაც, რომ მიუხედავად მცენარეთა სამყაროს კვლევის დიდი წარმატებისა, საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ ფლობს ყველა ცნობას მცენარეთა მრავალფეროვნებაზე.  ფლორის მრავალრიცხოვან წარმომადგენელთა ეს რიცხვი, დღევანდელი გამოკვლევებით, 500 ათასზე მეტ სახეობას ითვლის და მათი გავრცელების გეოგრაფია ძალზე ფართოა. კვლევის თანამედროვე მეთოდების კვალობაზე ამ კულტურების ბიომრავალფეროვნება განხილულია, როგორც ერთ-ერთი სტრატეგიული  დარგის- მეციტრუსეობის დასაყრდენი  და აგრეთვე, დასავლეთ საქართველოს ფლორისტული  ლანდშაფტის მნიშვნელოვანი კომპონენტი. ციტრუსოვან კულტურათა ცვალებადობის სპექტრის გაზრდისაკენ მიმართული ყველა ღონისძიება მეთოდურად ძალზე გამართლებულია. საჭიროა მხოლოდ მეთოდური  სელექციის მიზანმიმართული წარმოება.  ჯიშთწარმოქმნა, ჯერ ერთი, გაზრდის ფორმათა მრავალფეროვნებას, ხოლო, შემდგომ, კარგი ბაზაა საუკეთესო ჯიშებისა და ფორმების მისაღებად. ნაშრომში დახასიათებულია სელექციის ცნობილი მეთოდი. ბიომრავალფეროვნების გაზრდისათვის გამოყენებული ეს ღონისძიებანი (ჰიბრიდიზაცია, დიპლოიდური აპომიქსისი, ნუცელარული სელექცია, მუტაგენეზი) განხილულია პრაქტიკული შედეგების ანალიზის კვალობაზე. ციტრუსოვანთა (მანდარინი, ლიმონი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი) ძირითადი საწარმოო ჯიშებისა და ფორმების და მათზე დაფუძნებული დარგის წინსვლისათვის საკითხის ამ სახით  განხილვა და  ღონისძიებათა რეალიზაცია, ვფიქრობთ, დიდად წაადგება ამ მცენარეთა ინტენსიური კულტურის წარმოებას. ცალკე საკითხია საწარმოო სპეციალიზაციის ამ ზონაში (აჭარა) ჩამოთვლილი საკითხების წარმატებული რეალიზაციისათვის  სამეცნიერო ორგანიზაციებისა და კვალიფიციური კადრების აქტიური მონაწილეობა.

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.