საავტომობილო გვირაბებში ხანძრის მხუთავი აირების გავრცელება კრიტიკული სიჩქარის, უკუდინების მანძილისა და გრადიენტ ფაქტორის გათვალისწინებით

ბეჭდური ვერსია გამოქვეყნებულია: რეფერატების წიგნი, საერთაშორისო სამეცნიერო და ტექნიკური კონფერენცია: "საინჟინრო მეცნიერებათა პრობლემები" ერევნის ა. შირაკაცის სახელობის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტი. ერევანი - სომხეთის რესპუბლიკა, 2022 წლის 20-22 მაისი

ავტორები

ტომ. 4 No. 3 (2022)
სტატიები
May 18, 2022

ჩამოტვირთვები

საქართველოს ეკონომიკის განვითარების სტრატეგიულ გეგმაში, ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად სატრანზიტო პოტენციალის ოპტიმალურად გამოყენებას განიხილება, სადაც ძირითადი აქცენტები სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაზე და განვითარე-ბაზე არის დასმული. ამასთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია და წარმატებით მიმდინარეობს ჩქაროსნული ავტომაგისტრალების ძირითადი და დამხმარე ნაგებობების პროექტების რეალიზება, რომლის ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტს ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი საავტომობილო გვირაბების მშენებლობა წარმოადგენს. ასეთი რთული პროექტების წარმატებით რეალიზების კრიტერიუმად მისი მდგრადობა და უსაფრთხო ექსპრუატაცია განიხილება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ობიექტურად შეფასდეს ყველა ის რისკ-ფაქტორი, რომლებიც განაპირობებენ საავტომობილო გვირაბების უსაფრთხოდ ფუნქციონირებას [1].

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 > >>