შფოთვის ემოციური მდგომარეობის ინტენსივობის შესწავლა ცხოველთა განსხვავებული ხანგრძლივობის იზოლაციის პირობებში

შფოთვა იზოლაცია სტრესი დეპრივაცია წყლის დასჯადი სმა ღია ველი ამაღლებული ჯვარედინი ლაბირინთი

ავტორები

ტომ. 5 No. 4 (2023)
სტატიები
December 22, 2023

ჩამოტვირთვები

ცნობილია, რომ ზოგადი სენსორული გამღიზიანებელი ქმნის ნერვული სისტემის აგზნების განსაზღვრულ დონეს, რომელიც „ზოგადი ტონუსის“ სახელს ატარებს. უშეცდომო გადაწყვეტილების მიღება მოითხოვს ოპტიმალური ტონუსის შექმნას.   მეტისმეტად მაღალი ან დაბალი ტონუსი,  ხელს უწყობს შეცდომების ზრდას, უარყოფითი ემოციების განვითარებას,  რომლებიც აქვეითებენ მუშაობის ხარისხს. ერთერთი ასეთი ფაქტორია სოციალური იზოლაცია. სოციალური დეპრივაცია წარმოადგენს ფსიქოგენური სტრესის ჩამოყალიბების ერთ-ერთ რისკ ფაქტორს.  ადამიანისა  და ძუძუმწოვარი ცხოველისათვის დამახასიათებელი ემოციური მდგომარეობა არის შფოთვა. ამერიკელი ფსიქიატრის  აარონ ბეკის მიხედვით   შფოთვა სრულიად ნორმალური ემოციური მდგომარეობაა. მაგრამ სტრესოგენური ფაქტორის გავლენით შფოთვა ძლიერდება ან სუსტდება, რაც წარმოადგენს პათოლოგიის წინაპირობას. ამიტომ საკითხის შესწავლას დიდი პრაქტიკული მნიშნელობა აქვს. კვლევის მიზანს წარმოადგენდა:

  1. შფოთვის ემოციური მდგომარეობის ინტენსივობის შესწავლა ცხოველურ მოდელზე განსხვავებული ხანგრძლივობის ზოოსოციალური იზოლაციის პირობებში;
  2. განსხვავებული ხანგრძლივობის ზოოსოციალური იზოლაციით გამოწვეული შფოთვის ემოციური მდგომარეობის გავლენა ცხოველთა კოგნიტურ ფუნქციებზე.

კვლევის მასალა და მეთოდები.  ექსპერიმენტი ჩატარდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ფიზიოლოგიის სასწავლო-ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში თეთრ  ზრდასრულ მამრ ვირთაგვებზე. შფოთვის ტესტირებისათვის გამოვიყენეთ ორი  ქცევითი ტესტი. პირველი, ე.წ. „წყლის  დასჯადი სმის“ ტესტი (პასიური განრიდება), მეორე ტესტი – „ამაღლებული ჯვარედინი ლაბირინთი“. კვლევის ამოცანებიდან გამომდინარე საექსპერიმენტო ცხოველები - თეთრი ლაბორატორიული ჯიშის ვირთაგვები დავყავით სერიებად და ჯგუფებად (6-სერია, 18-ჯგუფი), ჯგუფში ცხოველთა რაოდენობა n=4. სოციალური იზოლაციის მიზნით ცდების პირველი, მეორე, მეოთხე და მეხუთე სერიისათვის შევარჩიეთ დაბადებიდან სამკვირიანი ასაკის ნაყარი,  დავაცილეთ დედას და ცალკ-ცალკე  მოვათავსეთ  იზოლირებულად. მესამე და მეექვსე სერიისათვის გამოვიყენეთ თანასაზოგადოებაში გაზრდილი ცხოველები და მათგან მიღებული მონაცემები წარმოადგენდა  საკონტროლოს. სტატისტიკა: მიღებული შედეგების დასამუშავებლად გამოვიყენეთ სტიუდენტის t-ტესტი. მიღებული შედეგები: .შფოთვის ემოციური მდგომარეობა ინტენსიურად ვლინდება ხანგრძლივი ზოოსოციალური იზოლაციის პირობებში, თუ იზოლაცია იწყება ინდივიდუალური განვითარების ადრეული ეტაპიდან;  შფოთვის ემოციური მდგომარეობის  მიმდინარეობა ტალღისებური   ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს ,რომ თავდაპირველად შფოთვითი მდგომარეობის ინტენსივობა იზრდება, გარკვეული პერიოდის შემდეგ იგი იკლებს და ბოლოს ისევ იმატებს. შფოთვის ინტენსივობის კლება დამოკიდებული უნდა იყოს ორგანიზმის დამცველობითი ადაპტაციის მექანიზმებსა და ჰორმეზისის  მოვლენაზე. უარყოფითი (ავერსიული) მეხსიერება პირდაპირ დამოკიდებულებაშია  დაბალი  და ძალიან მაღალი  ინტენსივობის შფოთვასთან, ორივე შემთხვევა   აუარესებს მეხსიერებას. ხანგრძლივი ზოოსოციალური იზოლაციით გამოწვეული შფოთვის ემოციური მდგომარეობა ნაკლები ინტენსივობით ვლინდება მდიდარ გარემოში (თანასაზოგადოებაში) გაზრდილი ცხოველების მიმართ. ხოლო ღარიბ გარემოში გაზრდილი   ინდივიდები ხანგრძლივი ზოოსოციალური იზოლაციის პირობებში გაძლიერებული შფოთვით ხასიათდებიან.  ხოლო    ხანმოკლე ზოოსოციალური იზოლაციის პირობებში შფოთვითი ქცევა სუსტად ვლინდება და მისი ჩამოყალიბება სწორხაზოვნად მიმდინარეობს.

მსგავსი სტატიები

<< < 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.