როგორ განვსაზღვროთ ფიზიკის ტექსტის კითხვადობა

აბსტაქტულობა ფიზიკური ტერმინი ტექსტის სირთულე კითხვადობის ფორმულა

ავტორები

ტომ. 6 No. 4 (2024)
სტატიები
ნოემბერი 8, 2024

ჩამოტვირთვები

ტექსტის კითხვადობის პარამეტრების დადგენა რთულია და ჯერ კიდევ სხვადასხვა ასპექტი გასარკვევის. „კითხვადობის“ ტერმინის ქვეშ ვგულისხმობთ იმ ფაქტორების ჯამს, რომლებიც ხელს უწყობენ წარმატებულ კითხვას, როგორც ტექსტის სირთულის, ასევე მკითხველის მომზადების ხარისხის გათვალისწინებით. ტექსტის სირთულე მდგომარეობს მისი შინაარსის თავისებურებებში, ლოგიკურ აგებაში, მისი მასალის ინფორმაციულობაში. ტექსტის სირთულის განმსაზღვრელი ფორმულა მარტივი უნდა იყოს, ფორმულებში საჭიროა რიცხვითი კოეფიციენტების შეტანა. ამ კოეფიციენტების დანიშნულება მათემატიკურად გასაგებია: წევრების რიგი გაწონასწორდეს და სირთულის სკალის ინტერვალი „გაიშალოს“. საჭიროა კოეფიციენტების დამრგვალება სათანადო სიზუსტით, მითუმეტეს, რომ ეს ამარტივებს მათ გამოყენებას. ფორმულების გამოყენება არ გამორიცხავს სახელმძღვანელოთა ხარისხის შესამოწმებელ აღიარებულ და დამკვიდრებულ მეთოდებს. ეს მეთოდები ინარჩუნებენ თავის მნიშვნელობას. ფორმულები კი შესაძლებლობას იძლევა სახელმძღვანელოს ხარისხის შეფასების მეთოდების სრულყოფისა და მასალების გადმოცემის სირთულის ერთიანი ინდექსების მიღებას, რომელთა საფუძველზე შეიძლება დამუშავდეს სასწავლო ტექსტის ოპტიმალური სირთულის ობიექტური კრიტერიუმები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.