პროექტების განხორციელების საბაზრო გარემოს სისტემური კვლევის მექანიზმები და მახასიათებლები

პროექტი დაგეგმვა სისტური პრედიკატია ხაზოვან-ფუნქციონალური ბაზური ვარიანტი

ავტორები

ტომ. 6 No. 2 (2024)
სტატიები
June 17, 2024

ჩამოტვირთვები

პროექტების განხორციელების ორგანიზაციული მართვის სტუქტურებისა და ფუნქციონირების მექანიზმების თანმიმდევრული ფორმირების პროცესი, მოითხოვს სიახლეთა კვლევის, დამუშავების, დანერგვის და მათი რეალიზების ერთიანი-სისტემური მეთოდების გამოყენებას.  ფუნქციონირების მექანიზმში არსებული ან მოსალოდნელი დაბრკოლებები განპირობებულია მასზე მოქმედი მრავალი შიდა თუ გარე ფაქტორით, დიდი მოცულობის საჭირო ინფორმაციის მოძიების და დამუშავების სიძნელით. ამიტომ საჭიროა კვლევის ერთიანი სისტემის გამოყენება პროექტების მართვაში,  უნდა არსებობდეს ხედვის ერთიანი არე, რომელშიც მოექცევა მართვის ერთიანი სპექტრი და არა მისი გარკვეული ნაწილები. ამ  კონტექსტში ნაშრომში განხილულია ფირმაში დადებითი ფუნქციონირების  მიზნით პროექტების შემდგომი მართვის სისტემური კვლევა და ანალიზი. სისტემური მიდგომა დაფუძნებულია კვლვის ობიექტის, ამ შემთხვევაში ფირმის  ორგანიზაციულობის  (ობიექტი, მოვლენა ან პროცესი) სისტემურ ხედვაზე, ანუ მისი მახასიათებლების და მათ შორის არსებული კომუნიკაციური კანონზომიერებების მთლიანობაზე, ინტეგრირებული განხილვის და კვლევის შესაძლებლობაზე. სისტემური მიდგომის გამოყენებით შესაძლებელია კომპლექსურად, ყოველმხრივ შევისწვლოთ ფირმაში (ობიექტზე) ამ კუთხით თითოეული სტრუქტურის ფუნქციონირების პრობლემები, გამოვყოთ პრიორიტეტული ქვეჯგუფები და მოვახდინოთ მათი ძირითადი ეკონომიკური მახასიათებლების რაციონალური მართვა. ნაშრომში ყურადღება ეთმობა ფირმაში (ობიექტზე)  ფუქციონირების პროცესში პროქტის სრულყოფის ერთ-ერთ მიმართულებას. კერძოდ, არსებულ გარემოებების და მართვის კუთხით  ხაზოვან-ფუნქციონალურ სტრუქტურის მიზნობრიობას, რაც უზრუნველყოფილ იქნება ფირმის ძალებით და განახორციელებს  გეგმიური ქმედებების მათემატიკური მოდელის ბაზურ ვარიანტს.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.