არაკონტროლირებადი ნაგავსაყრელებიდან ნიადაგის და წყლის დაბინძურების ხარისხის დადგენა (მდ. არაგვის ქვემო აუზში, ნატახტარის ტერიტორიაზე)

ნაგავსაყრელი დაბინძურება Escherichia Coli (E.coli) ტყვია

ავტორები

ტომ. 5 No. 3 (2023)
სტატიები
августа 6, 2023

ჩამოტვირთვები

არაკონტროლირებადი ნაგავსაყრელები მთელი მსოფლიოს და ბუნებრივია საქართველოს პრობლემაა. ისინი გვხვდება მდინარეთა ხეობებში და დასახლებული პუნქტების მახლობლად, რაც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. აქ თავს იყრის საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ფეკალური მასები, პესტიციდები,  პოლიეთილენი და სხვა, რომლებიც აბინძურებენ ნიადაგსა და წყალს. მდინარე არაგვის ხეობაში, სოფელ ნატახტართან, საკვები ობიექტების და თევზსაშენი მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მრავლადაა არაკონტროლირებადი ნაგავსაყრელები. მათგან ჩაჟონილი დამაბინძურებლები გვხვდება ნიადაგსა და წყალში. საბოლოოდ კი ისინი თავს იყრიან მდინარე არაგვში, რომლიდანაც მარაგდება თბილისის წყალსაცავის 60%. წყლის მიკრობიოლოგიურმა ანალიზმა დაბინძურების მაღალი დონე აჩვენა, კერძოდ, აღმოჩნდა Escherichia Coli (E.coli) ბაქტერია. ეს ბაქტერია იწვევს დიარეას, საშარდე გზების დაავადებებს, პნევმონიას და სხვა. დაავადება ყველაზე ხშირად უვითარდებათ ბავშვებს. მათში ხშირია ჰემოლიზური ურემიული სინდრომი (HUS). ამ დაავადების განვითარებისას არის თირკმელების ფუნქციონირების შეწყვეტის საშიშროება. ნიადაგის კვლევამ, მძიმე მეტალებზე, გამოავლინა ტყვიის მაღალი კონცენტრაცია. ტყვია უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.  ის მარტივად ხვდება წყალსა და ნიადაგში. მისი ძირითადი წყაროა საავტომობილო გამონაბოლქვი, საღებავები, სასუქები და პესტიციდები, სამრეწველო ნარჩენები და სხვა, რომლითაც მდიდარია ნაგავსაყრელები. ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის შემდეგ, ის ნაწილდება ძვლებში, თირკმელში და ნერვულ სისტემაში. ყველაზე ხშირად ტყვიის ეფექტი გვხვდება ბავშვებში, რაც გამოვლინდება ქცევის პრობლემებში, სწავლის დეფიციტსა და დაქვეითებულ IQ - ში.

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.