ზოგიერთი ქინოქსალინის წარმოებულის სინთეზი

ქინოქსალინჰიდრაზონი დიკეტონები

ავტორები

ტომ. 5 No. 1 (2023)
სტატიები
March 21, 2023

ჩამოტვირთვები

            გარკვეული ფარმაკოლოგიური მოქმედების სამკურნალო პრეპარატების შექმნის მიზნით, აქტუალურად ჩავთვალეთ ახალი  იზომერული ქინოქსალინების სინთეზის მოხერხებული პრეპარატული მეთოდის დამუშავება. 4-ქლორფენილენდიამინის(1) დიფენილეთანდიონთან  ურთიერთქმედებით დასინთეზებულ იქნა 6-ქლორ-2,3-დიფენილქინოქსალინი(2). აღნიშნული ქლორნაწარმის ჰიდრაზინჰიდრატთან ურთიერთქმედებით მიიღებულ იქნა  ქინოლინჰიდრაზინი (3), ხოლო ამ უკანასკნელზე პიროყურძენმჟავას ეთილესტერის მოქმედებით შესაბამისი 2,3-დიფენილ-6-ქინოქსალინჰიდრაზონი. ნაერთების სტრუქტურისა და აგებულების დასადგენად გამოყენებულ იქნა კვლევის თანამედროვე ფიზიკურ-ქიმიური მეთოდები.