სტანდარტული და თვითლიგირებადი ბრეკეტების გავლენა ნერწყვის ბიოქიმიურ მაჩვენებლებზე

სტანდარტული და თვითლიგირებადი ბრეკეტები ელექტროლიტები ტუტე ფოსფატაზა

ავტორები

ტომ. 5 No. 1 (2023)
სტატიები

ჩამოტვირთვები

ორთოდონტიული ფიქსირებული სისტემების გამოყენებას ხშირად თან ახლავს ფიზიკური დისკომფორტი, სხვადასხვა ინტენსივობის ტკივილი, ფსიქოემოციური სტრესი, ძილის დარღვევა. მკურნალობა მოქმედებს, ასევე, ნერწყვში კორტიზოლის, ალფა-ამილაზას, მაგნიუმის, კალციუმისა და არაორგანული ფოსფორის კონცენტრაციაზე, თუმცა, მონაცემები წინააღმდეგობრივი და მწირია. კვლევის მიზანს წარმოადგენდა სტანდარტული და თვითლიგირებადი ბრეკეტების გამოყენებისას პირის ღრუს სითხეში ელექტროლიტებისა და ტუტე ფოფასტაზას მაჩვენებლების შეფასება მკურნალობიდან 2 თვის შემდეგ.  კვლევა ჩატადა 40 პაციენტზე (20  -თითოეულ ჯგუფში). მიღებული შედეგების მიხედვით კალციუმისა და ტუტე ფოსფატაზას კონცენტრაცია სარწმუნოდ განხვავდება სტანდარტული და თვითლიგირებადი მკურნალობის გამოყენებისას, მაგნიუმის და არაორგანული ფოსფორის დონე  კი არ იცვლება.  კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შესაძლებელია კალციუმისა და ტუტე ფოსფატაზას მაჩვენებლები გამოყენებული იქნეს მკურნალობის მოსალოდნელი გვერდითი ეფექტების პრევენციისათვის.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.