ნერწყვის ბიოქიმიური პარამეტრების ცვლილებები ორთოდონტიული მკურნალობის დროს

ორთოდონტიული მკურნალობა კალციუმი მაგნიუმი ფოსფორი ტუტე ფოსფატაზა

ავტორები

ტომ. 4 No. 4 (2022)
სტატიები
August 4, 2022

ჩამოტვირთვები

კვლევის მიზანს წარმოადგენდა სტანდარტული ლიგირებადი ბრეისების გავლენის შეფასება ნერწყვში/პირის ღრუს სითხეში  კალციუმის, მაგნიუმისა, ფოსფორის და ტუტე ფოსფატაზას  შემცველობაზე. მასალა და მეთოდები: კვლევაში ჩართული იყო 15-დან 25 წლამდე ასაკის 40 ჯანმრთელი ინდივიდი (17 ქალი და 23 მამაკაცი), რომელთაც ორთოდონტიული მკურნალობა ჩაუტარდათ სტანდარტული ლიგირებადი ბრეისებით. ნერწყვში კალციუმის, მაგნიუმის,  ფოსფორისა და  ტუტე ფოსფატაზას  დონე შესწავლილია დინამიკაში სამჯერ: ორთოდონტიული მკურნალობის დაწყებამდე, ბრეისების ფიქსაციიდან 24 საათისა და ორი თვის შემდეგ. შედეგები: სტანდარტული ბრეისების ფიქსირებიდან 24 საათის შემდეგ შესწავლილი ბიოქიმიური პარამეტრების ცვლილა არ აღინიშნება; მკურნალობის დაწყებიდან 2 თვის  შემდეგ ნერწყვში კალციუმისა და ტუტე ფოსფატაზას დონე სტატისტიკურად სარწმუნოდ ქვეითდება, მაგნიუმისა და ფოსფორის შემცველობა კი უცვლელი რჩება.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.