ტეტრათიოდარიშხანმჟავას d10 - მეტალთა კომპლექსწარმოქმნის უნარი მონო- და ბიდენტატურ აზოტშემცველ ლიგანდებთან

d10-მეტალი კოორდინაციული ნაერთები პირიდინი 2,2I-დიპირიდილი ტეტრათიოარსენატი

ავტორები

ტომ. 6 No. 2 (2024)
სტატიები
мая 29, 2024

ჩამოტვირთვები

სინთეზირებულია d10-მეტალთა ტეტრათიოარსენატების(V) კოორდინაციული ნაერთები მონოდენტატურ ლიგან-პირიდინთან, ზოგადი ფორმულით: [M(Py)4]3(AsS4)2 და   ბიდენტატურ ლიგანდ - 2,2I-დიპირიდილთან, ზოგადი ფორმულით: ([M(dipy)2]3(AsS4)2), სადაც M=Cu(II), Zn(II), Cd(II). შემუშავე­ბუ­ლია მათი სინთეზის ოპტიმალური პირობები. მიღებული კოორდინაციული ნაერთების შედგენილობა და აღნაგობა შესწავლილია ელემენტური, რენდგენოგრაფიული ანალიზისა და იწ სპექტროსკოპიული მეთოდებით. კვლევებით დადგინდა, რომ პირიდინი კომ­პლექ­სწარ­მომ­ქმნელს უკავ­შირ­დე­ბა კო­ორ­დი­ნა­ციუ­ლი რიცხ­ვის შე­სა­ბა­მი­სი ოდე­ნო­ბით, ხო­ლო 2,2I-დი­პი­რი­დი­ლი ცენ­ტრა­ლურ იონ­თან ქმნის ხე­ლა­ტურ კომ­პლექსს.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.