ანოტაცია
მეტაპლაზია ადაპტაციური პროცესია, რომლის დროსაც ადგილი აქვს ერთი ქსოვილის გარდაქმნას ფუნქციურად და მორფოლოგიურად განსხვავებულ მეორე ქსოვილად. ენდომეტრიუმში მეტაპლაზიის ყველაზე ხშირი ტიპი არის ცილიარული/ტუბალური მეტაპლაზია, რომელიც ასევე ხშირია საშვილოსნოს ყელშიც, სადაც უხშირესად ლოკალიზდება გარდამავალ ზონაში. ენდომეტრიუმის ცილიარული მეტაპლაზია ხშირად არის აღწერილი ესტროგენის ჭარბ ექსპრესიასთან კომბინაციაში, ასევე აღსანიშნავია მისი ასოციაცია მარტივ და კომპლექსურ ჰიპერპლაზიასთან და მაღალდიფერენცირებულ ადენოკარცინომასთან.კვლევის ფარგლებში განხორციელებულ იქნა კოჰორტული რეტროგრადული კვლევა. საერთო ჯამში, კვლევა მოიცავდა არაპერსონიფიცირებულ ფორმალინში დაფიქსირებულ და პარაფინში ჩაყალიბებულ (FFPE) ჯამში 315 შემთხვევას (ნორმალური ენდომეტრიუმი n=45; ენდომეტრიუმის პოლიპი n=45; ენდომეტრიუმის მარტივი ჰიპერპლაზია n=45; ენდომეტრიუმის კომპლექსური ჰიპერპლაზია n=45; ენდომეტრიუმის ატიპური ჰიპერპლაზია n=45; ენდომეტროიდული კარცინომა n=45; სეროზული კარცინომა n=45;). როგორც ჩვენი კვლევების მონაცემებიდან ჩანს, ცილიარული მეტაპლაზია, ისევე როგორც ატიპური ცილიარული მეტაპლაზია ხასიათდება ძირითადი საკვლევი ჯგუფებისაგან ესტროგენული რეცეპტორების განსხვავებული ექსპრესიით, რაც მიუთითებს ძირითადი საკვლევი ნოზოლოგიისაგან დამოუკიდებელ ჰორმონომგრძნობელობაზე, რაც ასევე შეიძლება შეფასდეს, როგორც ცილიარული მეტაპლაზიების ძირითადი ნოზოლოგიებისაგან დამოუკიდებელი არსებობის დასაბუთება. როგორც შედეგებიდან ჩანს, ცილიარული მეტაპლაზიები ავლენენ ძირითადი საკვლევი ჯგუფისაგან განსხვავებულ პროლიფერაციულ აქტივობას, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიების სიმსივნისწინარე პროცესებისა და სიმსივნეების შეფასების ალგორითმში. P16 შეიძლება გამოყენებული იქნას, როგორც ენდომეტრიუმის ატიპური ჰიპერპლაზიის კარცინომად შესაძლო პროგრესიის დამატებითი მარკერი სხვა პარამეტრებთან ერთად.
წყაროები
Little, L. & Stewart, C. J. R. Cyclin D1 immunoreactivity in normal endocervix and diagnostic value in reactive and neoplastic endocervical lesions. Mod Pathol 23, 611–618 (2010).
D’Angelo, E. et al. Atypical Endometrial Hyperplasia, Low-grade: ‘much ADO about Nothing’. American Journal of Surgical Pathology 45, 988–996 (2021).
Lax, S. F. [Precursor lesions of endometrial carcinoma]. Pathologe 40, 13–20 (2019).
McCluggage, W. G. Mullerian adenosarcoma of the female genital tract. Adv Anat Pathol 17, 122–129 (2010).
Stringfellow, H. F. & Elliot, V. J. Endometrial metaplasia. Diagn Histopathol 23, 303–310 (2017).
Nicolae, A., Preda, O. & Nogales, F. F. Endometrial metaplasias and reactive changes: A spectrum of altered differentiation. J Clin Pathol 64, 97–106 (2011).
Travaglino, A. et al. Endometrial Metaplastic/Reactive Changes Coexistent with Endometrial Hyperplasia and Carcinoma: A Morphological and Immunohistochemical Study. Diagnostics (Basel) 12, (2021).
Hou, J. Y., McAndrew, T. C., Goldberg, G. L., Whitney, K. & Shahabi, S. A clinical and pathologic comparison between stage-matched endometrial intraepithelial carcinoma and uterine serous carcinoma: Is there a difference? Reproductive Sciences 21, 532–537 (2014).
Apostolou, G. et al. Cytodiagnosis of endometrial carcinoma and hyperplasia on imprint smears with additional immunocytochemistry using Ki-67 and p53 biomarkers. Cytopathology 25, 86–94 (2014).
Apostolou, G. et al. Utility of Ki-67, p53, Bcl-2, and Cox-2 biomarkers for low-grade endometrial cancer and disordered proliferative/benign hyperplastic endometrium by imprint cytology. Diagn Cytopathol 42, 134–142 (2014).
Simon, R. A. et al. Tubal metaplasia of the endometrium with cytologic atypia: analysis of p53, Ki-67, TERT, and long-term follow-up. Modern Pathology 2011 24:9 24, 1254–1261 (2011).
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
საავტორო უფლებები (c) 2024 ქართველი მეცნიერები