4.1 მედიცინა

კელოიდებისა და ჰიპერტროფიული ნაწიბურების ანთებით-ფიბროზული ინდექსისა და ფიბრობლასტების პროლიფერაციული აქტივობის თავისებურებების შესწავლა

კელოიდი ჰიპერტროფიული ნაწიბური დერმატოფიბრომა ანთებითი ინდექსი AGNOR

ავტორები

ტომ. 6 No. 1 (2024)
სტატიები
March 19, 2024

ჩამოტვირთვები

ჭრილობის შეხორცება წარმოადგენს ფიზიოლოგიურ, რთულ და კარგად რეგულირებულ პროცესს, რომელიც მოიცავს უჯრედების მიგრაციის, ანთების, ინერვაციისა და ანგიოგენეზის პროცესების ერთობლიობას. კელოიდები (KS) და ჰიპერტროფიული ნაწიბურები (HS) წარმოიქმნება ეპიდერმისისა და დერმის დაზიანების შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ მათი ზუსტი პათოგენეზი დღემდე ბოლომდე ცნობილი არ არის, გავრცელებული ჰიპოთეზაა, რომ იმ მოლეკულური მექანიზმების რეგულირების დარღვევამ, რომლებიც ჩართულია ჭრილობების შეხორცების პროცესში, შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაწიბურების წარმოქმნა.  ჭრილობის შეხორცების ნორმალური რეაქციისგან ნებისმიერმა გადახრამ შეიძლება გამოიწვიოს კოლაგენის ჭარბი დაგროვება და უჯრედგარე მატრიქსის (ECM) არასწორი რემოდელირება, რაც ხდება კელოიდური ან ჰიპერტროფული ნაწიბურის წარმოაქმნის მიზეზი.​ ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა ანთებითი ინდექსების განაწილების თავისებურებების შესწავლა დერმატოფიბრომას, კელოიდურ და ჰიპეტროფიულ ნაწიბურებში ასევე  მისი კავშირის დადგენა AgNOR-ის ტექნოლოგიით გამოვლენილ პროლიფერაციულ აქტივობასთან.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 4 5 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 3 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.