ანოტაცია
საკვერცხის კიბო წარმოადგენს მთელს მსოფლიოში გინეკოლოგიური სიმსივნეებით განპირობებული სიკვდილიანობის მთავარ მიზეზს. საქართველოში საკვერცხის კიბო გავრცელების მიხედვით მეოთხე ადგილს, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებლის მიხედვით მესამე ადგილს იკავებს. უახლესი ეპიდემიოლოგიური მონაცემების მიხედვით, 2021 წელს აშშ-ში საკვერცხის კიბოს 21421 ახალი შემთხვევა და მისგან გამოწვეული სიკვდილის 13770 ფაქტი დაფიქსირდა. ადრეული სკრინინგული მეთოდების არარსებობისა და უსიმპტომო კლინიკური მიმდინარეობის გამო, საკვერცხის კიბოს უმეტესობა დიაგოსტირებულია პროგრესულ სტადიაზე, როდესაც დაავადების პროგნოზი უკვე ცუდია. თანამედროვე მედიკამენტური მკურნალობისა და ქირურგიის მიღწევების მიუხედავად, საკვერცხის კარცინომა მაინც რჩება ყველაზე ლეტალურ გინეკოლოგიურ კიბოდ. 5 წლიანი გადარჩენის მაჩვენებელი 46%-ია ყველა სტადიის კომბინირების შემთხვევაში. საკვერცხის კარცინომების მიკროგარემო, ძირითადად, წარმოდგენილია მაკროფაგებით, დენდრიტული უჯრედებით, ნეიტროფილებიდა და ლიმფოციტებით. საკვერცხის ეპითელური კარცინომის მაინფილტრირებელმა ლიმფოციტებმა (TIL) უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში დიდი ინტერესი გამოიწვია. საკვერცხის კიბო არის ჰეტეროგენული დაავადება სიმსივნის მაინფილტრირებელ ლიმფოციტებთან TIL-ებთან მიმართებით. ჰისტოლოგიური ქვეტიპების თვალსაზრისით, კვლევების უმეტესობა მოიცავს მხოლოდ საკვერცხის მაღალი ხარისხის სეროზულ კარცინომებს, სხვა ჰისტოლოგიურ ტიპებთან მიმართებით კვლევები მწირია. ჩვენი კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ T ლიმფოციტებისა და მისი სუბპოპულაციების რაოდენობრივი შეფასება სტატისტიკურად სარწმუნო კორელაციას სიმსივნის სხვადასხვა ჰისტოლოგიურ ტიპებთან მიმართებაში არ უჩვენებს, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს სიმსივნეების ინტრასიმსივნური ჰეტეროგენულობა და ინდივიდ სპეციფიურობა.
წყაროები
D. L. Longo and R. C. Young, “The natural history and treatment of ovarian cancer,” Annu Rev Med, vol. 32, pp. 475–490, 1981, doi: 10.1146/annurev.me.32.020181.002355.
J. Ferlay et al., “Estimating the global cancer incidence and mortality in 2018: GLOBOCAN sources and methods,” Int J Cancer, vol. 144, no. 8, pp. 1941–1953, Apr. 2019, doi: 10.1002/ijc.31937.
P. Achimas-Cadariu, P. Kubelac, A. Irimie, I. Berindan-Neagoe, and F. Rühli, “Evolutionary perspectives, heterogeneity and ovarian cancer: a complicated tale from past to present,” J Ovarian Res, vol. 15, no. 1, pp. 1–13, Dec. 2022, doi: 10.1186/S13048-022-01004-1/FIGURES/1.
M. Timmermans, G. S. Sonke, K. K. van de Vijver, M. A. van der Aa, and R. F. P. M. Kruitwagen, “No improvement in long-term survival for epithelial ovarian cancer patients: A population-based study between 1989 and 2014 in the Netherlands,” Eur J Cancer, vol. 88, pp. 31–37, Jan. 2018, doi: 10.1016/j.ejca.2017.10.030.
M. C. A. Wouters et al., “Treatment regimen, surgical outcome, and t-cell differentiation influence prognostic benefit of tumor-infiltrating lymphocytes in high-grade serous ovarian cancer,” Clinical Cancer Research, vol. 22, no. 3, pp. 714–724, Feb. 2016, doi: 10.1158/1078-0432.CCR-15-1617.
S. Zhan et al., “New Insights into Ferroptosis Initiating Therapies (FIT) by Targeting the Rewired Lipid Metabolism in Ovarian Cancer Peritoneal Metastases.,” Int J Mol Sci, vol. 23, no. 23, Dec. 2022, doi: 10.3390/ijms232315263.
Y. Xu, F. Zuo, H. Wang, J. Jing, and X. He, “The current landscape of predictive and prognostic biomarkers for immune checkpoint blockade in ovarian cancer.,” Front Immunol, vol. 13, p. 1045957, Oct. 2022, doi: 10.3389/fimmu.2022.1045957.
S. Gomez et al., “Inhibiting DNA methylation and RNA editing upregulates immunogenic RNA to transform the tumor microenvironment and prolong survival in ovarian cancer,” J Immunother Cancer, vol. 10, no. 11, p. e004974, Nov. 2022, doi: 10.1136/jitc-2022-004974.
J. M. Santos et al., “Oncolytic adenovirus shapes the ovarian tumor microenvironment for potent tumor-infiltrating lymphocyte tumor reactivity,” J Immunother Cancer, vol. 8, no. 1, Jan. 2020, doi: 10.1136/jitc-2019-000188.
Y. R. Chung, H. J. Kim, M. H. Jang, and S. Y. Park, “Prognostic value of tumor infiltrating lymphocyte subsets in breast cancer depends on hormone receptor status,” Breast Cancer Res Treat, vol. 161, no. 3, pp. 409–420, Feb. 2017, doi: 10.1007/s10549-016-4072-9.
G. Mittica et al., “Adoptive immunotherapy against ovarian cancer,” J Ovarian Res, vol. 9, no. 1, May 2016, doi: 10.1186/s13048-016-0236-9.
S. E. Stanton and M. L. Disis, “Clinical significance of tumor-infiltrating lymphocytes in breast cancer,” J Immunother Cancer, vol. 4, no. 1, Oct. 2016, doi: 10.1186/s40425-016-0165-6.
P. P. Santoiemma and D. J. Powell, “Tumor infiltrating lymphocytes in ovarian cancer,” Cancer Biol Ther, vol. 16, no. 6, pp. 807–820, Jan. 2015, doi: 10.1080/15384047.2015.1040960.
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
საავტორო უფლებები (c) 2022 Rusudan Devadze, Arsen Gvenetadze, George Burkadze, Shota Kepuladze