საქართველოს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების აქტუალური პრობლემები, გადაჭრის გზები და მიმართულებები

ბიომრავალფეროვნება ჰაბიტატი „წითელი წიგნი „წითელი ნუსხა „ცხელი წერტილები

ავტორები

ტომ. 7 No. 1 (2025)
სტატიები

ჩამოტვირთვები

საქართველო ბიომრავალფეროვნებით, ენდემიზმით და რელიექტური სახეობებით მნიშვნელოვანი ეკორეგიონია. იგი BDI-ის მიხედვით მსოფლიოში 36-ე ადგილზეა, ხოლო ABI-ის მიხედვით პირველ ადგილზე ევროპაში. იგი WWF-ის სტანდარტების მიხედვით შეყვანილია იმ 200 რეგიონში, რომლის ბიომრავალფეროვნება უნიკალურია და საჭიროებს ზრუნვას. საქართველო მსოფლიოს ბიორმავალფეროვნების „ცხელ წერტილთა" შორის მე-15 და 30-ე წერტილადაა შეყვანილი. საქართველოს ენდემებს იცავს CITES და ბონის კონვენციები. საქართველოს ბიომრავალფეროვნებას ემუქრება მრავალი საფრთხე, რომელთა შორის აქტუალურია: ჰაბიტატების რღვევა, მათი ფრაგმენტაცია, სახეობათა გადაჭარბებული მოპოვება, ინტროდუცირებულ სახეობათა გავლენა აბორიგენულ სახეობებზე, გარემოს გაბინძურება და სხვ რისკ-ფაქტორები. არსებული მასალების მოპოვებისა და მათი ანალიზით დადგენილია, რომ დღეს „წითელ ნუსხაში" შეტანილია ცხოველთა - 139, მცენარეთა 56 სახეობა, ხოლო „წითელ წიგნში" ცხოველთა - 6, მცენარეთა 161 სახეობა. საქართველოს ზოგი ენდემი შეყვანილია IUCN-ის „წითელ ნუსხაში". კვლევის შედეგებით დადგენილია, რომ საქართველოს ბიომრავალფეროვნება გადაშენების რისკის ქვეშ არის ზემოაღნიშნული სახეობები გადაშენებადი ან მოწყვლადია. მდგომარეობა განპირობებულია ბიომონიტორინგის არასრულყოფილი ფუნქციონირებით, ტყეების, წყალსატევების იქტიოფაუნის ჭაობების, ბიომების არასაკმარისი ინვენტარიზაციითა და ნაკლებ დამაჯერებელი ეკოლოგიური შეფასებით. „წითელი წიგნისა" და „წითელი ნუსხის" მოძველებული მონაცემებით, რომელიც ვერ ასახავს დღევანდელ მდგომარეობას. არსებული პრობლემების მოგვარება საჭიროებს ქვეყნის რესურსული პოტენციალის დაცვას, მის გონივრულ გამოყენებას, მეცნიერული პოტენციალის სრულ მობილიზაციას.

მსგავსი სტატიები

1 2 3 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.