ადგილობრივი ნერვული მიკროგარემოს როლი საშვილოსნოს ყელის ინტრაეპითელური ნეოპლაზიების პროგრესიაში

საშვილოსნოს ყელის კიბო ინტრაეპითელური ნეოპლაზია მიკროგარემო ნერვული სისტემა

ავტორები

ტომ. 5 No. 3 (2023)
სტატიები
September 15, 2023

ჩამოტვირთვები

პერიფერიული ნერვული სისტემა წარმოადგენენ საშვილოსნოს ყელის  მიკროგარემოს აუცილებელ კომპონენტს. ნერვები ახორციელებენ შინაგანი ორგანოების ფიზიოლოგიური ფუნქციების რეგულირებას, ასევე მონაწილეობენ ტროფიკული ფუნქციის განხორციელებაში, ქსოვილის განვითარებაში, აღდგენასა და რეგენერაციაში. ასევე ცნობილია, რომ ნერვული დაბოლოებები ათავისუფლებენ სხვადასხვა ნეიროტრანსმიტერებს. ქსოვილის განვითარებისა და რეგენერაციის დროს ნერვების ზრდის სტიმულირების მექანიზმები დღემდე გაურკვეველი რჩება. სიმსივნურ პროცესებში ნერვული მიკროგარემოს როლი ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი, თუმცა მიმდინარეობს ინტენსიური კვლევები ნერვული ქსოვილის ბიომარკერების გამოსავლენად ჯერჯერობით, მიღებული დასკვნები მიუთითებს ნერვული სისტემის პოტენციურად კრიტიკულ როლზე კანცეროგენეზში. საინტერესოა იმის შესწავლა, თუ რა როლს თამაშობენ სიმსივნის ნერვულ რეგულაციაში სხვა სასიგნალო მოლეკულები, რომლებიც ტრადიციულად დაკავშირებულია ნერვული სისტემის სხვადასხვა ფუნქციებთან, მაგრამ ამავდროულად ჩართული არიან კანცეროგენეზში.​ ნერვებისა და ნერვული მედიატორების როლის დეტალური გაგება კანცეროგენეზში შეიძლება საფუძველი გახდეს ახალი ბიომარკერების იდენტიფიცირებისა და ახალი პრევენციული, ადრეული გამოვლენის ან თერაპიული სტრატეგიების შემუშავებისა სხვადასხვა ტიპის სიმსინეების შემთხვევაში.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 4 5 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.