ანოტაცია
მეტაპლაზიური პროცესები წარმოადგენს უჯრედთა ერთი ტიპის გადაკეთებას მეორე ტიპად ერთი ქსოვილის ფარგლებში. იგი მიეკუთვნება შეგუებით-კომპენსაციური პროცესების ჯგუფს, რომელიც ვითარდება შეცვლილი გარემოს პირობების, ჰორმონული სტიმულაციის ან ანთებითი პროცესების განვითარების საპასუხოდ. რადგან მის განვითარებას პირდაპირ ან გაშუალებულად თან სდევს სიმსივნური პროცესების განვითარება, ისინი განიხილება, როგორც სიმსივნის წინარე მდგომარეობა, მალიგნიზაციის სხვადასხვა პოტენციალით. მეტაპლაზიის ტიპი დამოკიდებულია თვითონ სამიზნე ქსოვილის ტიპზე. AgNOR/The Nucleolar Organiser Regions იშიფრება, როგორც ბირთვული მაორგანიზაებელი რეგიონები და არის დნმ-ის მარყუჟები, რომლებიც პროეცირდება მიტოზის ინტერფაზური ბირთვების ბირთვაკების ქვეშ. AgNOR-ის გაზრდილი რაოდენობა დაკავშირებულია უჯრედების გაზრდილ პროლიფერაციასთან. კვლევის მიზანს შეადგენდა ცერვიქსის სხვადასხვა ტიპის მეტაპლაზიების პროლიფერაციული აქტივობის შეფასება AgNor ტექნილოგიით. ჩვენი კვლევის შედეგების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული ტექნოლოგია შესაძლებელია გამოყენებული იქნას რუტინულ პრაქტიკაში, როგორც დამხმარე საშუალება საშვილოსნოს ყელის მეტაპლაზიური პროცესების დროს პროლიფერაციული აქტივობის შეფასების მიზნით.
წყაროები
Hong SA, Yoo SH, Choi J, Robboy SJ, Kim KR. A Review and Update on Papillary Immature Metaplasia of the Uterine Cervix: A Distinct Subset of Low-Grade Squamous Intraepithelial Lesion, Proposing a Possible Cell of Origin. Arch Pathol Lab Med. 2018 Aug;142(8):973–81.
Hwang LY, Ma Y, Shiboski SC, Farhat S, Jonte J, Moscicki AB. Active squamous metaplasia of the cervical epithelium is associated with subsequent acquisition of human papillomavirus 16 infection among healthy young women. J Infect Dis. 2012 Aug 15;206(4):504–11.
Mockler D, Escobar-Hoyos LF, Akalin A, Romeiser J, Shroyer AL, Shroyer KR. Keratin 17 Is a Prognostic Biomarker in Endocervical Glandular Neoplasia. Am J Clin Pathol. 2017 Sep 1;148(3):264–73.
SVANADZE T, GACHECHILADZE M, BURKADZE G. PROBLEMATIC ISSUES IN THE EVALUATION OF MOLECULAR CHARACTERISTICS AND POTENTIAL NEOPLASTIC TRANSFORMATION OF CERVICAL METAPLASIA. EXPERIMENTAL & CLINICAL MEDICINE GEORGIA. 2021 Oct 11;
Giroux V, Rustgi AK. Metaplasia: tissue injury adaptation and a precursor to the dysplasia-cancer sequence. Nat Rev Cancer. 2017 Oct;17(10):594–604.
Metreveli B, Gagua D, Burkadze G, Kepuladze S. PROLIFERATIVE CHARACTERISTICS OF EUTOPIC AND ECTOPIC ENDOMETRIUM IN ADENOMYOSIS USING AgNOR TECHNOLOGY. GEORGIAN SCIENTISTS [Internet]. 2023 Jan 24 [cited 2023 May 14];5(1):59–71. Available from: https://journals.4science.ge/index.php/GS/article/view/1394
Meshveliani P, Didava G, Tomadze G, Kepuladze S, Burkadze G. EVALUATION OF PROLIFERATIVE ACTIVITY OF PRE-TUMOR AND TUMOR PROCESSES OF BARRETT’S ESOPHAGUS USING AGNOR TECHNOLOGY. GEORGIAN SCIENTISTS [Internet]. 2023 Apr 23 [cited 2023 May 14];5(2):49–62. Available from: https://journals.4science.ge/index.php/GS/article/view/1687
Tavdgiridze N, Tevdorashvili G, Kepuladze S, Burkadze G. ASSESSMENT OF PROLIFERATIVE ACTIVITY OF IMMATURE OVARIAN TERATOMAS USING AgNOR TECHNOLOGY. GEORGIAN SCIENTISTS [Internet]. 2023 Mar 21 [cited 2023 May 14];5(1):233–48. Available from: https://journals.4science.ge/index.php/GS/article/view/1567
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
საავტორო უფლებები (c) 2023 ქართველი მეცნიერები