მიკრობიომის როლი საშვილოსნოს ყელის ნეოპლაზიური პროცესების განვითარებაში

კრიტიკული მიმოხილვა

საშვილოსნოს ყელის კიბო მიკრობიომი პათოგენის კონფიგურაციის ამომცნობი რეცეპტორები

ავტორები

ტომ. 4 No. 1 (2022)
მედიცინა
February 17, 2022

ჩამოტვირთვები

მიკრობიომი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ვირუსული ინფექციების კონტროლში, როგორებიცაა მაგალითად ადამიანის პაპილომავირუსი, ადამიანის პაპილომავირუსით ინფიცირება არის აუცილებელი მაგრამ არა საკმარისი საშვილონოს ყელის კიბოს განვითარებისათვის. ნაჩვენებია, რომ  ადამიანის პაპილომავირუსით ინფიცირებასა და საშვილონოს ყელის ინტრაეპითელური ნეოპლაზიის განვითარება არ არის კავშირში ლაქტობაცილების და L. Gasseri-ის სიჭარბესთან. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რამოდენიმე კვლევა ცერვიკოვაგინალურ მიკრობიომსა და მის ასოციაციაზე ვირუსულ ინფექციებთან, ძალიან ცოტაა ცნობილი მიკრობიომის როლზე კარცინოგენეზში და ასევე იმ მექანიზმებზე, რომლებიც პასუხისმგებელია ადამიანის პაპილოვირუსის პერსისტენციაზე ან ელიმინაციაზე. ბოლო დროს მოწოდებულია ვირუს-ბაქტერია-მასპინძელი ორგანიზმის ურთიერთქმედების მოდელები ვირუს ასოცირებულ სიმსივნეებში ამავდროულად კლასიფიცირებულია ცერვიკოვაგინალური მიკრობიომი ხუთ ძირითად ტიპად. შესწავლის პროცესშია საშვილონოს ყელის ეპითელური უჯრედების მიერ  სხვადასხვა ტიპის პათოგენის კონფიგურაციის ამომცნობ რეცეპტორების ექსპრესიის თავისებურებები, მათ შორის პათოგენის კონფიგურციის ამომცნობი რეცეპტორების თოლლ-მსგავსი რეცეპტორების ოჯახი (TLR), რეტინოის მჟავით ინდუცირებული გენი 1-ის (RIG-I), ნოდის მსგავსი რეცეპტორების ოჯახი (NOD). თუმცა, ბოლომდე ცნობილი არ არის რეცეპტორების როლი ვირუს ინდუცირებული დაზიანებების პერსისტენციასა და პროგრესიაში.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 4 5 6 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.