რიკოთის საავტომობილო გვირაბის სავენტილაციო სისტემის მოდერნიზაციის საკითხისათვის
PDF (English)

საკვანძო სიტყვები

საავტომობილო გვირაბი
ვენტილაცია

როგორ უნდა ციტირება

ლანჩავა ო. (2021). რიკოთის საავტომობილო გვირაბის სავენტილაციო სისტემის მოდერნიზაციის საკითხისათვის: ბეჭდური ვერსია გამოქვეყნებულია: სამთო ჟურნალი #1-2(16-17), 2006. ქართველი მეცნიერები, 2(2). https://doi.org/10.52340/gs.02.20.265

ანოტაცია

რიკოთის გვირაბის სავენტილაციო სისტემის ექსპლუატაცია ხდება არაეკონომიურ რეჟიმში, რასაც განაპირობებს განიავების გრძივ-განივი სქემისა და საშახტო ვენტილატორების გამოყენება. მოდერნიზაციის ერთი მიმართულებაა სატრანსპორტო გვირაბებისათვის განკუთვნილი თანამედროვე ენერგიადამზოგი ვენტილატორებით არსებულთა შეცვლა, ხოლო მეორე და უმთავრესი - განიავების გრძივ-განივი სქემის შეცვლა გრძივით, რაც 15-ჯერ მაინც შეამცირებს გვირაბის აეროდინამიკურ წინაღობას და საექსპლუატაციო დანახარჯებს ვენტილაციაზე. აღსანიშნავია, რომ კომბინირებული (გრძივ-განივი, განივ-გრძივი) სქემით გვირაბის ექსპლუატაცია გაცილებით ძვირი ჯდება და მას მიმართავენ გრძივი სქემის შესაძლებლობების ამოწურვის შემდეგ. შევნიშნოთ აგრეთვე, რომ კომბინირებული სქემა, თითქოსდა, ხასიათდება უსაფრთხოებით ხანძრის შემთხვევაში, რაც ხდება მისი შერჩევის მიზეზი ზომიერი სიგრძის გვირაბებისათვის, რომელთა განიავება შესაძლებელია გრძივი სქემით. მიჩნეულია, რომ ასეთ შემთხვევაში სავენტილაციო ფანჯრების გაღება-დაკეტვისა და ვენტილატორების რევერსირების შეხამებით შესაძლებელია ხანძრის კერაზე მიმართული სუფთა და გაჭუჭყიანებული ჰაერის ნაკადების მართვა ადამიანთა ევაკუაციის და ხანძრის ჩაქრობის მიზნით.

https://doi.org/10.52340/gs.02.20.265
PDF (English)

წყაროები

Systemair. Ventilation produqts 2002.578 p. ( კატალოგი).

ა. ძიძიგური, ლ. მახარაძე. საშახტო სტაციონარული მანქანები, წიგნი II, თბილისი, 1998,194 გვ.

თ. ჭურაძე. სატრანსპორტო გვირაბებში განსაკუთრებული შემთხვევების სტატისტიკა. ტრანსპორტი, №2, თბილისი, 2004. 11-13 გვ.

М. Е. Серебряков. Внутренняя балистика. М., Оборонгиз, 1949. 670с.

ო. ლანჩავა. ჰიგროსკოპული თბომასაგაცვლა მიწისქვეშა ნაგებობებში. თბილისი, ტექნიკური უნივერსიტეტი, 1998. 272გვ.

Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

საავტორო უფლებები (c) 2021 O. A. Lanchava

Downloads

Download data is not yet available.

Metrics

Metrics Loading ...