საქართველოში კულტივრებული Rosa x damascena-ს ეთერზეთის წარმოებით მიღებული ნარჩენი წყლიანი ფრაქციების ფარმაკოლოგიური პოტენციალი.

Rosa damascena-ს ექსტრაქტი ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელი გასტროპროტექტორული

ავტორები

ტომ. 5 No. 3 (2023)
სტატიები
ივლისი 30, 2023

ჩამოტვირთვები

დამატებითი ფაილები

დამასკოს ვარდი (Rosa x damascena Herrm) გვარი Rosa L.-ის ცნობილი სახეობაა, რომელიც ფართოდაა გავრცელებული მრავალ ქვეყანაში მისი დეკორატიული თვისებების და განსაკუთრებით ძვირფასი ეთერზეთის შემცველობის გამო. ეს უკანასკნელი საუკუნეების მანძილზე გამოიყენებოდა ხალხურ მედიცინაში, პარფიუმერიაში, კოსმეტოლოგიაში, არომათერაპიაში. დამასკოს ვარდზე ჩატარებული სამეცნიერო კვლევის შედეგები იძლევა პერსპექტიულ ინფორმაციას მის მრავალფეროვან ფარმაკოლოგიურ ეფექტებსა და სამკურნალო მიზნით გამოყენებაზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ დასკვნების დასადასტურებლად სიღმისეული კვლევებია საჭირო რათა დადგინდეს ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების მოქმედების მექანიზმები. კვლევა მიზნად ისახავდა საქართველოში კულტივრებული R. damascena-დან ვარდის ეთერზეთის წარმოების დროს მიღებული ნარჩენი წყლიანი ექსტრაქტის სხვადასხვა პოლარობის ფრაქციების RDF-H2O, RDF-50% და RDF-100%  ფარმაკოლოგიური პოტენციალის შეფასებას in vivo ექსპერიმენტში. კარაგენანით გამოწვეული მწვავე ანთების მოდელში მღრღნელებში დადგინდა, რომ სამივე ფრაქციას - RDF-H2O, RDF-50% და RDF-100% აქვს საშუალოზე მაღალი სიძლიერის ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. მათ შორის, RDF-50% იყო მნიშვნელოვნად უფრო აქტიური და გამოიწვია შეშუპების 62.5% დათრგუნვა. თაგვებში "ცხელი ფირფიტის" ტესტში ანალგეზიური თვისებების შეფასებისას, ფრაქციებმა RDF-50% და RDF-100% გამოავლინეს ყველაზე ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, მაქსიმუმით (86.0 და 99.7%, შესაბამისად) მიღებიდან 1 საათის შემდეგ. მღრღნელებში აბსოლუტური ეთანოლით გამოწვეული კუჭის წყლულის მოდელზე გამოვლინდა, რომ ფრაქციებს RDF-H2O და RDF-100% აქვთ საშუალო სიძლიერის გასტროპროტექტორული ეფექტი (48 და 40%, შესაბამისად), ხოლო RDF-50% ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა. მიღებული შედეგები ხაზს უსვამს ფიტოქიმიური კვლევების სამომავლო პერსპექტიულობას, რათა დადგინდეს ზემოაღნიშნულ ფრაქციებში  ფარმაკოლოგიურ ეფექტებზე პასუხისმგებელი ინდივიდუალური ნაერთები.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.