პრობიოტიკული თვისებების პროდუქტების გავლენა საექსპერიმენტო ცხოველების ფუნქციურ მაჩვენებლებზე

ავტორები

ხორცის დაკეპილი ნაწარმისთვის   პრობიოტიკული თვისებების მინიჭების მიზნით დასაბუთებულია რეცეპტურებში საკვები  ბოჭკოების, ლაქტულოზის, მწვანე ჩაის ექსტრაქტის და მინერალური წყალი  ლუგელას შემცველი კომპლექსური დანამატების გამოყენების მიზანშეწონილობა. ახალი  ნაწარმის რეცეპტურები შემუშავებულია კომპიუტერული მოდელირების მეთოდით. შემუშავებული ნაწარმის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების  გამოკვლევა მიუთითებს მათ უსაფრთხოებაზე. საექსპერიმენტო ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით დადგენილია, რომ პრობიოტიკული  დანამატებით  გამდიდრებული ნაწარმი ვირთაგვების სისხლში ზრდის ერითროციტების და შესაბამისად, ჰემოგლობინის რაოდენობას, აუმჯობესებს სისხლის პლაზმის ცილოვან შემადგენლობას, ასევე დადებით გავლენას ახდენს ცხოველების საჭმლის მონელების სისტემაზე, არ იწვევს შინაგანი ორგანოების  დესტრუქციას და ქცევითი მდგომარეობის ცვლილებებს. მიღებული  მონაცემები დამუშავდა მათემატიკური სტატისტიკის მეთოდის IBM  SPSS Statistics   კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.