CD4+CD39+ უჯრედები ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეების მქონე პაციენტებში

CD4 CD39 T ლიმფოციტები ანთებითი მარკერები ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნე

ავტორები

ტომ. 4 No. 5 (2022)
სტატიები
ოქტომბერი 7, 2022

ჩამოტვირთვები

T ლიმფოციტებში ექტონუკლეოტიდაზა CD39-ის ექსპრესიის ცვლილება აღწერილია სხვადასხვა იმუნოპათოლოგიის  დროს სოლიდური სიმსივნეების ჩათვლით. თუმცა საკმაოდ მწირია ინფორმაცია ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეების მქონე პაციენტებში ამ იმუნომარეგულირებელი მოლეკულის მატარებელ უჯრედებზე. წინამდებარე კვლევის მიზანს წარმოადგენდა CD39+ უჯრედების სიხშირის შესწავლა ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პაციენტების სისხლისა და ელენთის CD4+ პოპულაციაში და სისტემური ანთების სისხლის ბიომარკერებთან მათი კორელაციის დადგენა.კვლევა ჩატარდა ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზის მქონე შვიდ პაციენტზე, რომელთაც თერაპიული ჩვენებით ჩაუტარდათ სპლენექტომია. კონტროლად გამოყენებულ იქნა სპლენექტომირებული პაციენტების ორი ჯგუფი. პირველ საკონტროლო ჯგუფს შეადგენდა ექვსი პაციენტი, რომელთაც არ ჰქონდათ სიმსივნური ან აუტოიმუნური დაავადებების  დიაგნოზი, ხოლო მეორე საკონტროლო ჯგუფს წარმოადგენდა იმუნური თრომბოციტოპენიის (ითპ) დიაგნოზის მქონე ცხრა პაციენტი.დადგინდა, რომ ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პაციენტთა სისხლსა და ელენთაში CD4+CD39+ უჯრედების რაოდენობა არ განსხვავდება იმ სპლენექტომირებულ პაციენტთა ანალოგიური მაჩვენებლებისგან, ვისაც არ აქვს რაიმე სახის კიბო ან აუტოიმუნური დაავადება.  ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პაციენტების ელენთაში CD4+CD39+ უჯრედების სიხშირე მნიშვნელოვნად აღემატება ითპ პაციენტების ანალოგიურ მაჩვენებელს. ამავდროულად, ძლიერი უარყოფითი კორელაცია დასტურდება საკვლევი ჯგუფის პაციენტთა ელენთაში CD4+CD39+ უჯრედების სიხშირესა და სისხლში თრომბოციტების მონოციტებთან ფარდობას შორის.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.