ბარძაყის ძვლის თავის ოსტეოქონდრული ერთეულისა და სინოვიური გარსის სტრუქტურულ-მოლეკულური თავისებურებები და პროგრესიის და რეციდივის მახასიათებლები სხვადასხვა ტიპის ოსტეოართრიტების დროს

ავტორები

ოსტეოართრიტი, იგივე სახსრების დეგენერაციული დაავადება, წარმოადგენს სახსრების ყველაზე ხშირ პათოლოგიას. როგორც დეგენერაციული დაავადება ოსტეოართრიტი შესაძლებელია განვითარდეს ნებისმიერ სახსარში. ოსტეოართრიტის ფართო კლასიფიკაცია მოიცავს ორ ძირითად ტიპს, როგორიცაა პირველადი და მეორეული ოსტეოართრიტი. პირველადი ოსტეოართრიტი იდიოპათიური წარმოშობისაა, ანუ მისი გამომწვევი მიზეზი უცნობია და ჩვეულებრივ ხასიათდება სახსსრების მრავლობითი დაზიანებით. რაც შეეხება მეორეულ ოსტეოართრიტს, იგი ჩვეულებრივ ვითარდება ერთ სახსარში. დღეს-დღეობით არ არსებობს აღნიშნული დაზიანებების ერთგვაროვანი კლინიკური მენეჯმენტი. გარდა ამისა ცნობილია, რომ აღნიშნული დაზიანებები პროგრესული ბუნებისაა და შესაძლებელია რეციდივის განვითარება მკურნალობის შემდეგ. დიდი მნიშვენლობა ენიჭება ოსტეოართიტის პროგრესიის ჰისტოპათოლოგიური და მოლეკულური მახასიათებლების გამოვლენას, რადგან ამ დაზიანებათა პროგნოზის განსაზღვრა მხოლოდ კლინიკური კვლევებით შეუძლებელია. სადღეისოდ არსებული ლიტერატურული მონაცემები ოსტეოართრიტების ჰისტოპათოლოგიური მახასიათებლებისა და მოლეკულური მარკერების შესახებ ძალიან მწირია. თითქმის არ არსებობს ლიტერატურა ოსტეოართრიტის პროგრესიის და რეციდივის რისკის მახასიათებლების შესახებ.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.