კვერცხსავალი მილისა და საკვერცხის სხვადასხვა ხარისხის ავთვისებიანობის სეროზული სიმსივნეების პროლიფერაციულ-აპოპტოზური, ეპითელურ-მეზენქიმური და ჰორმონული მახასიათებლების შედარებითი ანალიზი

საკვერცხის სიმსივნე ფალოპის მილი სიმსივნისწინარე პროცესები ეპითელურ-მეზენქიმური ტრანსფორმაცია ჰორმული რეცეპტორები

ავტორები

ტომ. 4 No. 3 (2022)
სტატიები
May 26, 2022

ჩამოტვირთვები

ბოლო წლების კვლევების მიხედვით არსებობს მოსაზრება, რომ საკვერცხის მაღალი ხარისხის ავთვისებიანობის სიმსივნეები ვითარდება ფალოპის მილის ფოჩებში არსებული სიმსივნისწინარე პროცესებისგან. თუმცა, ეს მოსაზრება ბოლომდე დადასტურებული არ არის და ჯერ-ჯერობით, აღნიშნული მიმართულებით, ისევ მიმდინარეობს კვლევები. ჩვენ შევისწავლეთ საკვერცხის სეროზული სიმსივნეების და იმავე პაციენტიდან აღებული ფალოპის მილის ჰისტოპათოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური მახასიათებლები. ჩვენი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საკვერცის სიმსივნეების შემთხვევათა დაახლოებით ერთი მესამედი დაკავშირებულია ფალოპის მილში სეროზული დაზიანებების არსებობასთან და შესაძლოა ეს უკანასკნელი წარმოადგენდეს მათ წინამორბედ დაზიანებას. ამ მოსაზრებას ამყარებს ის მონაცემები, რომ შემთხვევათა დაახლოებით 1/3-ში საკვერცხის მაღალი ხარისხის ავთვისებიანობის სიმსივნეები და ფალოპის მილის სეროზული დაზიანებები ხასიათდებიან მსგავსი პროლიფერაციულ-აპოპტოზური, ეპითელურ-მეზენქიმური მარკერებისა და ჰორმონული რეცეპტორების ექსპრესიის პროფილით.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 4 5 6 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.