ცხვედიანის თეთრასა და გევურცტრამინერის ღვინის შედარებითი დახასიათება
PDF (English)

საკვანძო სიტყვები

ცხვედიანის თეთრა
გევურცტრამინერი (Gewürztraminer)
ქიმიური პარამეტრები

როგორ უნდა ციტირება

სორდია ე., ძნელაძე ს., ქებულაძე ე., & ბუცხრიკიძე ე. (2023). ცხვედიანის თეთრასა და გევურცტრამინერის ღვინის შედარებითი დახასიათება . ქართველი მეცნიერები, 5(4), 129–133. https://doi.org/10.52340/2023.05.04.10

ანოტაცია

ღვინო მსოფლიოს ყველაზე მრავალფეროვანი პროდუქტია. ხარისხიანი ღვინის წარმოება დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება, რაც პროდუქტზე მოთხოვნის გაზრდამ განაპირობა. ადგილმდებარეობა, შესაფერისი ჯიშის ვაზის მოყვანა, ვენახის მოვლის წესები განაპირობებს ხარისხიანი ღვინის მიღებას, ასევე კიდევ ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი წინაპირობაა ყურძნის საჭირო კონდიციამდე მიყვანა, ანუ დამწიფება, დაღვინების პროცესის სწორად წარმართვა და ღვინის შენახვა იდეალურ პირობებში [1]. კვლევის მიზანს წარმოადგენდა ქართული და გერმანული ჯიშის ყურძნის შერჩევა, ამ ჯიშებიდან მრავალხარისხოვანი და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების მქონე, ასევე საწარმოო პირობებისთვის შესაბამისი  ღვინის დაყენება. დამზადებული ღვინოების ერთმანეთთან შედარება და მათი დადებითი თვისებების გამოვლენა. კვლევისთვის შეირჩა ქართული-ცხვედიანის თეთრა და გერმანული-გევურცტრამინერი (Gewürztraminer). დამზადდა თეთრი მშრალი ტიპის ღვინოები, იდენტური ტექნოლოგიით. კვლევის მიზნიდან გამომდინარე ღვინოებში განისაზღვრა ძირითადი ქიმიური პარამეტრები: ეთილის სპირტის შემცველობა, ღვინის მჟავიანობა pH, ტიტრული მჟავიანობა, მქროლავი მჟავიანობა, თავისუფალი SO2, შეკავშირებული SO2, შაქრების შემცველობა. ქართული და გერმანული ყურძნის ჯიშებიდან მიღებული ღვინოები ერთმანეთთან შედარდა. კვლევის მიზანი იყო ასევე, გევურცტრამინერში (Gewürztraminer) მაქსიმალურად მსგავსი და სრულყოფილი გემოს მიღება, როგორსაც მის ნამდვილ სამშობლოში, გერმანიაში აყენებენ. კვლევების შედეგების მიხედვით დადგინდა, რომ საანალიზოდ შერჩეული ღვინოები ძირითადი ქიმიური პარამეტრებით შეესაბამება სტანდარტით დადგენილ ზღვრებს. ღვინოები გამოირჩევიან ჯიშისთვის დამახასიათებელი ორგანოლეპტიკური თვისებებით, ღვინოები არის ნაზი და ჰარმონიული დასალევი.

https://doi.org/10.52340/2023.05.04.10
PDF (English)

წყაროები

სორდია ე. ქართული ქვევრის ღვინის ბიოქიმიური მახასიათებლების შესწავლა. დისერტაცია. თბილისი, 2021წ. 5-19, 82-87 გვ.

ჯმუხაძე გ. ცივი მაცერაციის გამოყენება მანავის მიკროზონის თეთრი და ვარდისფერი ღვინოების ტექნოლოგიაში. დისერტაცია, 2019 წ. 30გვ.

გერმანული ღვინო [Internet]. Wikipedia.org. Wikimedia Foundation, Inc.; 2020 . Available from: https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D (უკანასკნელად გადამოწმებულია 30/06/2022 წელს).

Morais R. German Wine Regions and History [Internet]. Grapes & Grains. Available from: https://www.grapesandgrains.org/2017/11/german-wine-regions-and-history.html

(უკანასკნელად გადამოწმებულია 30/09/2022 წელს).

Wikipedia Contributors. Gewürztraminer [Internet]. Wikipedia. Wikimedia Foundation; 2023. Available from: https://en.wikipedia.org/wiki/Gew%C3%BCrztraminer . (უკანასკნელად გადამოწმებულია 30/09/2023 წელს).

Gewurztraminer Wine Information [Internet]. Wine-Searcher. Available from: https://www.wine-searcher.com/grape-187-gewurztraminer. (უკანასკნელად გადამოწმებულია 30/09/2023 წელს).

Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

საავტორო უფლებები (c) 2023 ქართველი მეცნიერები

Downloads

Download data is not yet available.

Metrics

Metrics Loading ...