ქართული ფუტკრის ნედლი და ლიოფილიზებული რძის და ბენტონიტურ ფუძეზე მომზადებული მისი შემცველი კრემის ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები

ფუტკრის რძე ბენტონიტური თიხა –თიხა-ასკანე ფუტკრის რძის კრემი

ავტორები

ტომ. 4 No. 5 (2022)
სტატიები
November 2, 2022

ჩამოტვირთვები

ფუტკრის რძე (ფრ) ერთ-ერთი ყველაზე ღირებული და კარგად შესწავლილი  პროდუქტია, რომელიც ფართოდ გამოიყენება მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში მისი მრავალფეროვანი ფარმაკოლოგიური თვისებების გამო. ფრ-ის ქიმიური შემადგენლობა და ბიოლოგიური აქტივობა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის მცენარეების შემადგენლობასა და გეოგრაფიულ გავრცელებაზე, შეგროვების დროსა და ფუტკრის სახეობებზე. წარმოდგენილი კვლევის მიზანი იყო ნედლი და ლიოფილიზებული ფრ-ის ფიზიკურ-ქიმიური თვისებების შესწავლა და შედარება; აგრეთვე მისი შემცველი დერმატოლოგიური კრემის ოტიმალური რეცეპტურისა და მომზადების ტექნოლოგიის შემუშავება თიხა ასკანის ფუძეზე.  ფუტკრის რძის და მისი შემცველი ნიმუშების თვისობრივი და რაოდენობრივი შეფასება ჩატარდა ტიტრიმეტრიული, პოტენციომეტრული, მიკროსკოპული, ინფრაწითელი სპექტროსკოპული და მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიული მეთოდებით; შესწავლილ იქნა შემუშავებული კრემის ტექნოლოგიური მახასიათებლები: სიბლანტე, რეოლოგია, წაცხებადობის უნარი, ერთგვაროვნება, თერმული და კოლოიდური სტაბილურობა. დადგინდა, რომ ნედლი და ლიოფილიზირებული ფუტკრის რძის ფიზიკურ-ქიმიური თვისებები (ხსნადობა, pH, მჟავური რიცხვი) და ინფრაწითელი სპექტრები თითქმის იდენტურია 600-2800 სმ-1 და 1750-950 სმ-1 დიაპაზონში; ქრომატოგრაფიულმა ანალიზმა აჩვენა საკვლევი ობიექტების მსგავსი პროფილი და 10 ოსქიდეცენის მჟავის (10H2DA) არსებობა ნიმუშებში.  მიღებული შედეგების მიხედვით შემუშავებული ნიმუშები გამოირჩევიან ჰომოგენურობით და მაღალი სტაბილურობით; სიბლანტე, pH და ფრ-ის გამოთავისუფლების პროფილი შესაბამისობაშია რბილი წამლის ფორმებისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 > >> 

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.