უჯარმის ციხე-ქალაქში აღმოჩენილი სასუფრე კერამიკის ადრეული ნაწილის დათარიღებისათვის

არქეოლოგია კერამიკა უჯარმა ადრე შუა საუკუნეები

ავტორები

ტომ. 3 No. 4 (2021)
ჰუმანიტარული მეცნიერებები
ნოემბერი 26, 2021

ჩამოტვირთვები

ნაშრომში მოცემულია ავტორის მცდელობა დაათარიღოს 1950-52 წლებში უჯარმის ციხის გათხრებისას აღმოჩენილი კერამიკა. უჯარმა მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, გარე კახეთში, მდინარე ივრის მარჯვენა სანაპიროზე. უჯარმა გაითხარა ივრის ხეობის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ გ. ლომთთიძის ხელმძღვანელობით. გათხრების შედეგები გამოქვეყნდა 1989 წელს, თუმცა მიუხედავად ამისა მოპოვებული კერამიკა არ არის დაყოფილი ფენების და პერიოდების მიხედვით და მომხდარა მასალის დიდი ნაწილის ფოტოფიქსაცია. წინამდებარე სტატიაში მასალის გენერალური ერთობლიობიდან ამოირჩა ის მასალა რომელიც ადრე შუა საუკუნეები კუთვნილად მივიჩნიეთ, მოვუძებნეთ პარალელური მასალა და მოვახდინეთ ფოტოფიქსაცია. სულ ამოირჩა 36 ფრაგმენტი, აქედან თექვსმეტი დოქი და ორი ჯამი. მასალის ნაწილს არ ქონდა მკაფიოდ გამოხატული მორფოლოგიური ნიშნები და  მათი მიკუთვნება ადრე შუა საუკუნეებისათვის ხდება ფერის, კეცის შემადგენლობის და ზედაპირის დამუშავების მიხედვით. ადრე შუა საუკუნეების კერამიკისათვის დამახასიათებელი ნიშნები განსხვავდება იმის მიხედვით თუ რა დანიშნულებისაა კერამიკა, სამზარეულო კერამიკა თავის ნიშან თვისებებით განსხვავდება სასუფრე კერამიკისაგან და პირიქით. პარალელურ მასალას ვეძებდით საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში გათხრილ ადრე შუა საუკუნეების ძეგლებზე, შეგვხვდა პარალელები საქართველოს ფარგლებს გარეთაც რაც მარტივად აიხსნება ქართლის სამეფოს ჩართულობით რეგიონულ და საერთაშორისო ვაჭრობაში

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.