საქართველოში გავრცელებული შალამანდილის - Salvia glutinosa L. მიწისზედა ნაწილების ქიმიური შემადგენლობა და ბიოლოგიური აქტივობა

ავტორები

განხორციელდა საქართველოში მოზარდი შალამანდილის - Salvia glutinosa L. მიწისზედა ნაწილებიდან მიღებული ეთერზეთის ქიმიური შემადგენლობის კვლევა. დადგინდა დომინანტი კომპონენტების პროცენტული რაოდენობა შიდა ინტეგრაციით, დომინანტი კომპონენტებია: კარიოფილენის ოქსიდი - 11.43 % სპატულენოლი - 5.93 % და ჰუმულენ ოქსიდი - 4.5 %. ტერპენული შენაერთებიდან ჭარბობს ჟანგბადშემცველი სესქვიტერპენები.  ნარჩენი შროტის წყლიან, მეთანოლიან და ქლოროფორმიან ფრაქციაში დადგინდა   ფენოლური შენაერთების ჯამური შემცველობა, ფოლინ-ციოკალტის (Folin-Ciocalteu) რეაქტივის გამოყენებით.  შალამანდილის წყლიან ფრაქციაში ფენოლების ჯამური შემცველობა არის 25 ± 2 %, მეთანოლიაში 26 ± 3 %, ხოლო ქლოროფორმიანში 1.8 ± 0.5 %. შეფასდა წყლიანი, მეთანოლიანი და ქლოროფორმიანი ფრაქციების ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო აქტივობა. მეთანოლიანი ფრაქცია ავლენს მაღალ ანტიოქსიდანტურ აქტივობას ORAC ტესტში, ხოლო წყლიანი ფრაქცია უჯრედული კულტურის (WS1) გამოყენებით ჩატარებულ ტესტში.  შალამანდილის მეთანოლიანი ფრაქცია 52 მკგ/მლ დოზაში ახდენს NO-ს წარმოქმნის ინჰიბირებას 100-%-ით, მნიშვნელოვანი ტოქსიკურობის გარეშე.                                                                                                                                              

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.