საკვერცხის უმწიფარი ტერატომების პროლიფერაციული აქტივობის შეფასება AgNOR-ის ტექნოლოგიის გამოყენებით

ავტორები

გერმინაციული უჯრედული სიმსივნეები მომდინარეობს საკვერცხის გერმინაციული უჯრედებისგან. ისინი საკვერცხის ყველა სახის სიმსივნის 20-30%-ს შეადგენენ. დაახლოებით 95% არის კეთილთვისებიანი და წარმოდგენილია მწიფე ცისტური ტერატომით და მხოლოდ 5% არის ავთვისებიანი. საკვერცხის ავთვისებიანი გერმინაციული უჯრედული სიმსივნე წარმოადგენს საკვერცხის ყველა ავთვისებიანი სიმსივნის 2,6%-ს, განსხვავებით საკვერცხის ეპითელური სიმსივნეებისაგან (95%). საკვერცხის ავთვისებიანი გერმინაციულ უჯრედული სიმსივნეების მაღალი გამოვლინება აღინიშნება სიცოცხლის პირველ ორ დეკადაში. საკვერცხის გერმინაციული უჯრედული სიმსივნეების პროგნოზის განსაზღვრა კომპლექსური და პრობლემური საკითხია და არსებული ლიტერატურის მიხედვით გამოიყენება სხვადასხვა საშუალებები შემთხვევათა უფრო ზუსტი სტატიფიკაციის განსაზღვრის მიზნით. ერთერთი შესაძლოა გამოყენებულ იქნას AgNOR შეღებვა რომელიც Მოწოდებულია როგორც პროლიფერაციის შეფასების ერთ ერთი საშუალება სხვადასხვა სიმსივნეთა შემთხვევაში, როგორც დისპლაზიების ასევე კეთილთვისებიანისა და ავთვისებიანი პროცესების დიფერენციაციაში. ჩვენი კვლევის თანახმად ის გამოყენებულია უმწიფარი ტერატომების სხვადასხვა ჰისტოლოგიური დიფერენციაციის დროს პროლიფერაციული აქტივობის შეფასებისათვის.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 4 5 > >> 

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 8 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.