ღია მოტეხილობების მკურნალობის ტაქტიკა
PDF

საკვანძო სიტყვები

ქირურგია

კატეგორიები

როგორ უნდა ციტირება

ავაზაშვილი ნ., ჩიკვატია ლ., & სახვაძე შ. (2021). ღია მოტეხილობების მკურნალობის ტაქტიკა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, 54, 3–5. Retrieved from https://journals.4science.ge/index.php/CSW/article/view/392

ანოტაცია

"ღია მოტეხილობა" ნიშნავს უშუალო შემხებლობის არსებობას გარემოსა და მოტეხილობის ზონას შორის, რასაც თავის მხრივ ახლავს რბილი ქსოვილების და კანის საფარველის დაზიანება. პირველი მსოფლიო ომის დროს ბარძაყის ძვლის ღია მოტეხილობებისას სიკვდილობა აღწევდა 70%-ს, რის გამოც პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად უმრავლეს შემთხვევაში მიმართავდნენ კიდურის ამპუტაციას. მას შემდეგ განვლილი საუკუნის მანძილზე, მკურნალობის ოპერაციული მეთოდების, დიაგნოსტიკის საშუალებების და მედიკამენტოზური მკურნალობის მეთოდების განვითარებამ, ღია მოტეხილობების მკურნალობის მიზნად აქცია არა მხოლოდ პაციენტის სიცოცხლისა და კიდურის შენარჩუნება, არამედ კიდურის ფუნქციის შენარჩუნება და შესაძლო თანმხლები გართულებების თავიდან აცილება. მიუხედავად ამისა, მაღალი ხარისხის და სირთულის ღია მოტეხილობები, რომელთაც თან ახლავს მაგისტრალური სისხლძარღვების დაზიანება, შემთხვევათა 50%-ში კვლავ სრულდება კიდურის ამპუტაციით.

PDF

Downloads

Download data is not yet available.

Metrics

Metrics Loading ...