აქილევსის მყესის გაგლეჯის მკურნალობა “V-Y”- პლასტიკით

როგორ უნდა ციტირება

სახვაძე შ., ჩიკვატია ლ., & ავაზაშვილი ნ. (2026). აქილევსის მყესის გაგლეჯის მკურნალობა “V-Y”- პლასტიკით. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, 53. Retrieved from https://journals.4science.ge/index.php/CSW/article/view/4596

ანოტაცია

აქილევსის მყესის გაგლეჯა წარმოადგენს ადამიანის სხეულის მყესების მთლიანობის ყველაზე ხშირ სპონტანურ დარღვევას [8]. ეს ტრავმული დაზიანება 5-6-ჯერ უფრო ხშირია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში [1,3], განსაკუთრებით - 30-დან 40 წლამდე ასაკის სპორტული დატვირთვის მქონე ადამიანებში [4,6]. აქილევსის მყესის გაგლეჯა იწვევს კოჭ-წვივის სახ-სრის ფუნქციის, სიარულის და, ზოგადად, ცხოვრების ხარისხის მკვეთრ გაუარესებას [8]. კონსერვატული მკურნალობა თაბაშირის ნახვევით, მიუხედავად გართულებათა ნაკლები რისკისა, ეფექტური შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ულტრასონოგრაფიულად დანამდვილებით დასტურდება გაგლეჯილი მყესის ბოლოების თავისუფალი და კარგი ადაპტაცია ტერფის მაქსიმალური პლანტარული ფლექსიის პირობებში [7]. თუმცა, წარმატებული კონსერვატიული მკურნალობის დროსაც კი მაღალია მყესის განმეორებითი გაგლეჯის ალბათობა და საკმაოდ ხშირია მყესის დაგრძელებით შეხორცება, რაც მის დისფუნქციას იწვევს [2]. ოპერაციული მკურნალობა (მყესის გაკერვა), გაცილებით უფრო ეფექტურია საიმედობის და ფუნქციური შედეგის თვალსაზრისით [5,9], მაგრამ თან ახლავს ისეთი გართულების უფრო მაღალი სიხშირე (განსაკუთრებით - ღია წესით ოპერაციის დროს), როგორიცაა კანისა და კანქვეშა ქსოვილის ნეკროზი და ინფექცია, ჭრილობის შეხორცების გაძნელებით, ზოგჯერ - ამ მიზეზით, მყესის დაკარგვითაც კი [2]. როცა სახეზეა აქილევსის მყესის მნიშვნელოვანი დეფექტი, დგება მყესის მთლიანობის პლასტიკური აღდგენის აუცილებლობა. ამ თვალსაზრისით “V-Y”-პლასტიკა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მიღებულ მეთოდს.

Downloads

Download data is not yet available.