Guideline

ჟურნალში სტატიის გამოქვეყნების პირობები

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრო­მათა კრებულში პუბლიკაციისთვის გამოსაქვეყნებლად მიიღება თსსუ-ის აკადემიური და/ან სამეცნიერო პერსონალის ავტორობით/თანაავტორობით შეს­რუ­ლებული სამეცნიერო ნაშრომები (მიმო­ხილვითი ან ორიგინალური სამეცნიერო სტატია, შემთხვევის აღწერა, სხვ.). შეგახსენებთ, რომ წარმოდ­გენილ მასალაში (ორიგინალური სტატია) მკაფიოდ უნდა იყოს ასახული გამოკვლეული საკითხის/პრობლემის თანამედროვე მდგო­მა­რეობა და კვლევის საგნის აქტუ­ალობა, კვლე­ვის მიზანი, ამოცანები, კვლევის ტიპი, მეთო­დები, შედეგების სარწმუ­ნობის დასადგენი კრიტერიუმები, შედეგების აღწერა, მათი ინტერპრეტაცია და დასკვნები, გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა. მიმოხილვითი და/ან შემთხვევის აღწერის ამსახველი სტატია უნდა შეესაბამებოდეს ამგვარი პუბლიკაციებისადმი დადგენილ სტანდარტებს. სტატიები მიიღება ქართულ ან ინგლი­სურ ენაზე; სტატიას თან უნდა ერთვოდეს რეზიუმე ინგლისურ და ქართულ ენებზე (თითოეული - ³ 1000 სასტამბო ნიშნის მოცულობით; ქართულენოვანი რეზიუმე - ქრჟ-თვის). სტატიის და ინგლისურენოვანი რეზიუმეს მოცულობა  არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს (ფორმატი A4; Microsoft Word; შრიფტი: ქართული ტექსტის­თვის - AcadNusx, ინგ­ლი­სუ­რი ტექსტის­თვის - Times New Roman, ზომა - 12, სტრი­ქო­ნებს შორის ინტერვალი - 1; სტატიის საილუსტრაციო სურათი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იქნას დამოუკიდებელ ფაილად “jpg” ფორმატში (რეზოლუცია - 250-300 dpi), ხოლო დიაგრამები – Excel-ის ფაილში. 

კრებულში დასაბეჭდ ნაშრომთა რაოდენობა შეზღუდულია. კრებულში ერთმა ავტორმა შეიძლება გამოაქვეყნოს არაუმეტეს სამი სტატიისა, ხოლო ერთი სტატიის ავტორთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხუთს. გადაწყვეტი­ლებას წარმოდგენილი მასალის კრებულში პუბლიკაციის შესახებ, რეცენზირების შემდგომ, მიიღებს კრებულის სარედაქციო კოლეგია.

გთხოვთ,^მასალა ზემოაღნიშნული მოთხოვნების დაცვით წარმოად­გინოთ თსსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსა­ხურ­ში (II სარ­თუ­ლი, ოთ. ##223, 224) 1 ნაბეჭ­დი ეგზემპლარი, მისი ელექტრო­ნული ვერსია CD-დისკზე (ან e-mail-ზე – irma@tsmu.edu). სტატია ვიზი­რებული უნდა იყოს შესაბა­მისი დეპარტამენტის, ლაბორატორიის ან სტრუქტურის ხელმძღვანელის მიერ (მისი თანაავტორობის მიუხედავად). გთხოვთ, მიუთითოთ ავტორთა საკონტაქტო ტელეფონები და ელფოსტა.

სტატიის „ქუდი“ უნდა გაფორმდეს ქვემოთ მოყ­ვანილი თანმიმდევრობით:   ავტორის/ავტორთა გვარი, ინიციალები

სათაური

ორგანიზაცია/სტრუქტურა, სადაც შესრულდა ნაშრომი