კისტოზურად შეცვლილი ელენთის ტრავმული დაზიანების ორი შემთხვევა

როგორ უნდა ციტირება

მეგრელაძე ა., თომაძე გ., აზმაიფარაშვილი გ., არდია ე., & ყურაშვილი ი. (2026). კისტოზურად შეცვლილი ელენთის ტრავმული დაზიანების ორი შემთხვევა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, 53. Retrieved from https://journals.4science.ge/index.php/CSW/article/view/4587

ანოტაცია

სხეულის მცირე ტრავმული დაზიანებაც კი სიმსივნურად შეცვლილი ელენთის მთლიანობის დარღვევის მაღალი რისკის შემცველია.

ელენთის კისტოზურ წარმონაქმნებში იგუ-ლისხმება ელენთის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი კისტები და აბსცესები. ჭეშმარიტი კისტის პირველი შემთხვევა აღწერილია პარიზში 1829 წ-ს ექიმ G.Aნდრალ-ის მიერ [1]. ელენთის კისტა
გვხვდება იშვიათად, მოსახლეობის 0.07-1%-ში [2,3,4,5,6]. კლასიფიკაციის მიხედვით გამოყოფენ:

 პირველადი ტიპის (ანუ ჭეშმარიტი კისტები), რომელთა კედლებიც ამოფენილია ეპითელიუმით. პირველად კისტებში გამოყოფენ - პარაზიტულ და არაპარაზიტულ კისტებს. მეორადი კისტები (ფსევდოკისტები), რომელთა კედლები არ არის ამოფენილი ეპითელური ქსოვილით, უფრო ხშირად ვითარდება ელენთის დახურული ტრავმების შემდეგ. ასევე შე-იძლება განვითარდეს ინფექციისა და გადატანილი ინფარქტის შემდეგაც [1,2,4,5].

Downloads

Download data is not yet available.