ანოტაცია
კვლევის მიზანს წარმოადგენდა FILME Os-ის გელის გამოყენების ეფექტურობის შეფასება პირის ღრუს ტრავმული დაზიანებების მკურნალობის კომპლექსში. კლინიკური გამოკვლევა და მკურნალობა ჩაუტარდა 16-დან 50 წლის ასაკის 78 პაციენტს: 45 (57,7%) - ქალი და 33 (42,3%) - კაცი. აღნიშნული პაციენტები დაიყო ორ ჯგუფად, თითოეულში - 39 პირი. ორივე ჯგუფის პაციენტებს მკურნალობა უტარდებოდა ერთი და იგივე სქემით, იმ განსხვავებით, რომ პირველი ჯგუფის პაციენტების მკურნალობის სქემაში დამატებული იყო Fილმე Oს-ის გელი ეროზიების და წყლულების ეპითელიზაციის დასაჩქარებლად, ხოლო მეორე ჯგუფის პაციენტებში - ქაცვის ზეთი. გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ პირველი ჯგუფის პაციენტების მდგომარეობა გაუმჯობესდა მე-4, მე-5, ხოლო მეორე ჯგუფის პაციენტებში - მხოლოდ მე-6, მე-7 დღეს. ამრიგად, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ტრავმული დაზიანებების კომპლექსურ მკურნალობაში mizanSewonilia Filme Os-ის ჩართვა.
წყაროები
Ahmed A, Zardawi FM, Mohammed GN. Oral mucosal and periodontal changes of patients under treatment with manual Invisalign and fixed labial orthodontic appliances. IOSR Journal of Dental and Medical Sciences. 2015;14(3):102- 17
Ariyawardana A. Traumatic oral mucosal lesions: A mini review and clinical update. Oral Health and Dental Management. 2014; 13(2):254-259
Flaitz CM, Felefli S. Complications of an unrecognized cheek biting habit following a dental visit. Pediatr Dent. 2000; 22:511-2
Fitzpatrick SG, Cohen DM, Clark AN. Ulcerated lesions of the oral mucosa: clinical and histologic review. Head and Neck pathology. 2019 Mar 15; 13(1):91-102
Karacay S, Guven G, Sagdic D, Basak F. Treatment of habitual lip biting: A case report. Turk J Med Sci:2006; 36:187-9
Romero M, Vicente A, Bravo LA. Prevention of habitual cheek biting: A case report. Spec Care Dentist. 2005; 25:214-6
Singhvi HR, Malik A, Chaturvedi P. The role of chromic mucosal trauma in oral cancer: a review of literature. Indian journal of medical and paediatric oncology: official journal of Indian Society of Medical & Paediatric Oncology. 2017 Jan; 38(1):44