გლობალური და ეროვნული უსაფრთხოების თანამშრომლობის რეგულაციის თავისებურებები

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.52340/splogos.2025.03.03

საკვანძო სიტყვები:

გლობალიზაცია, უსაფრთხოება, ასიმეტრიული საფრთხეები, საერთაშორისო ურთიერთობები, რეგულაციის თავისებურებები

ანოტაცია

         გლობალიზაციის ფენომენი გახდა მთავარი დომინანტური ფაქტორი თანამედროvე საერთაშორისო ურთიერთობებისa და მან მიიღო გრანდიოზული მასშტაბები. თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში წარმოჩენილი საფრთხეები და გამოწვევები სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს. საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დგება ისეთი მწვავე და პრობლემური მოვლენები, რომლებიც მანამდე არ იყო წარმოჩენილი. უშუალოდ საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაზე გლობალიზაცია ახდენს უდიდეს გავლენას და მისი კოორდინატთა ათვლის წერტილები თამაშობენ გარკვეულ როლს მის ფორმირებაზე. ამ ფონზე, საფრთხეების ახალი სახეობების დაფიქსირება, რომელთაც გააჩნიათ მთავარი არსი − ასიმეტრიულობა, არის ძირითადი განსამზღვრელი გარემოება. როდესაც საუბარია სიმეტრიასა და ასიმეტრიაზე საერთაშორისო ურთიერთობებში, საყურადღებოა, რომ ისინი გამოიყენებიან მთელი ობიექტების ანალიზისთვის, ასევე მათი სტრუქტურების და შემადგენელი ნაწილების შესასწავლად. აღსანიშნავია, რომ ორივე მცნება სასარგებლოა ერთი მთლიანის ნაწილების ურთიერთობების ანალიზისთვის და არა ცალკეული, დამოუკიდებელი ელემენტებისთვის. მნიშვნელოვანია ამ კონცეფციების საბუნებისმეტყველოდან სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში გადაზრდა და მისი ანალიზი.

        აღნიშნული თემის განხილვა განპირობებულია, თუ როგორ მოქმედებენ ასიმეტრიული საფრთხეები, გლობალიზაციის პირობებში, საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენებზე და რამდენად ახორციელებენ ისინი გავლენას ამ კუთხით. საკვლევი მიმართულების აქტუალობა განპირობებულია საერთაშორისო საზოგადოების არაერთგვაროვანი წარმოდგენებით, თუ როგორ მოქმედებს გლობალიზაცია, ერთი მხრივ, ხოლო, მეორეს მხრივ კი, რომელი სახის გამოწვევებს ავითარებს აღნიშნული ფენომენი. უმეტესწილად მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე  კონფლიქტებში მონაწილე მხარეები ერთმანეთს უპირისპირდებიან ეთნიკური ნიშნით, თუმცაღა მათი ესკალაციის მასშტაბი გადის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ მოტივაციაზე. საერთო ჯამში უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ შეიძლება ზოგად კონტექსტში განისაზღვროს გლობალიზაციის არსი. ერთ-ერთი განსაზღვრებით: საბოლოო ჯამში გლობალიზაცია თავისი არსით წარმოადგენს ისეთ მოვლენას, სადაც მასში ჩართული აქტორები და ინსტიტუტები (მხედველობაში საერთაშორისო დონის) უშუალოდ ახდენენ გავლენას გლობალური პოლიტიკის მოვლენებსა და  მათ განვითარებასაც. ამით ისინი ახორციელებენ ამ მოვლენების წარმართვას, კონტროლს და ტენდენციებსაც საზღვრავენ.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

მაკა ბულეიშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

პოლიტიკური მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი

წყაროები

გვენეტაძე ე,. „საერთაშორისო უშიშროების ასპექტები“, გამომცემლობა „იურისტების სამყარო“, თბილისი, 2017;

ისმაილოვი ე., პაპავა ვ., „ცენტრალური კავკასია: გეოპოლიტიკური ეკონომიის ნარკვევები“, კავკასიის სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტი, თბილისი, 2007;

მაისაია ვ, გუჩუა ა., „ნატო და არასახელმწიფოებრივი აგრესიული რელიგიური აქტორები“, კავკასიიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისი, 2020;

მაღრაძე გ., მაისაია ვ., “ჰიბრიდული ომი: 21-ე საუკუნის საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემები“, გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი, 2020;

მაღრაძე გ., მაისაია ვ., „ჰიბრიდული ომი: 21-ე საუკუნის საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემები“, გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი, 2020;

ჟვანია ნ., „საერთაშორი პოლიტიკური ეკონომია“, სოციალური მეცნიერების ცენტრი, თბილისი, 2006;

რონდელი ა., „საერთაშრისო ურთიერთობების თეორია“, გამომცემლობა „ინტელექტი“, მესამე განახლებული გამოცემა, თბილისი, 2006;

ქარელი ს., „მასობრივი განადგურების იარაღი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხები: ბიოლოგიური იარაღის გავრცელების რისკი საქართველოში“, სამაგისტრო ნაშრომი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინტერდისციპლინარული კვლევების ფაკულტეტი, თბილისი, 2017;

ჩაჩუა რ., „რუსეთის საინფორმაციო პოლიტიკა „რბილი ძალის“ კონცეფციის კონტექსტში“, დაიბეჭდა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ნაშრომთა კრებულში „ფსიქოლოგია და თანამედროვე გამოწვევები“, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია, თბილისი, 2021;

Buzan B., Waever O. and De Wilde J. “Security, A New Framework For Analysis”, Lynne Reinner Publishers, London, 1998;

Cheluget B. “Impact of HIV/AIDS on Public Health Sector Personnel in Kenya”, presentation to the ECSA Regional Health Ministers’ Conference in Livingstone, Zambia, 2003;

Colins A. “Contemporary Security Studies”, second edition, Oxford University Press, London, 2010;

Dahrendorf R. „Class and class conflict in industrial society“, CA Stanford University Press, California, 1959;

Kober K., Damne W. “Public Sector Nurses in Swaziland: Can the Downtown be Reversed” published in magazine “Human Resources for Health” 4/13, Imperial College, London, 2006;

Ondrejcsak R. “Introduction to Security Studies”, Centre for European and North Atlantic Affairs (CENAA), Bratislava, 2014;

UNDP, United Nations Development Program, “Human Development Report”, Oxford University Press, Oxford, 1994;

Фененко А. «Современная История Международных Отношении 1991-2018», учебное пособие, Издательство «Аспект Пресс», Москва, 2019

ელექტრონული და ინტერნეტწყაროები:

 “Commission on Human Security”, Human Security Now, Brussels, 2003 – see in detail: www.humansecurity-chs.org/finalreport/FinalReport.pdf ;

 “ბიოლოგიური ომი“. გვ.1. https://geoarmada.wordpress.com/2013/02/17/%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%98/#more-1133

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-12-28

გამოცემა

სექცია

Articles

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.