საგამომცემლო ეთიკა

საგამომცემლო საქმეში ჩართული ყველა სუბიექტისათვის აუცილებელია ეთიკურ ნორმებზე შეთანხმება. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი სოციოპოლიტოLOGOS“  აღიარებს და პატივს სცემს ეთიკის წესებს. საგამომცემლო ეთიკის კოდექსი სრულად იზიარებს გამოცემების ეთიკის კომიტეტის (COPE - Committee on Publication Ethics) საგამომცემლო პრინციპებსა და პრაქტიკას, რომელიც ეფუძნება საგამომცემლო ეთიკის კომიტეტის საუკეთესო პრაქტიკულ პრინციპებს. https://publicationethics.org/).

ჟურნალში შემოსული სტატიები უნდა იყოს ორიგინალური და გამოუქვეყნებელი, არ უნდა იყოს ერთდროულად შეფასების პროცესში ან რაიმე სხვა პუბლიკაციასთან სარედაქციო ვალდებულებებით.

ზოგადი

  1. საგამომცემლო ეთიკის კოდექსი განსაზღვრავს ჟურნალის სოციოპოლიტოLOGOS“  გამომცემლის, სარედაქციო კოლეგიის, რედაქტორების, რეცენზენტისა და ავტორის ეთიკის ნორმებსა და ქცევის წესებს. მისი მიზანია, ზნეობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჟურნალმა სოციოპოლიტოLOGOS საზოგადოებაში დაამკვიდროს ნდობა მაღალკვალიფიციური სამეცნიერო გამოცემების მიმართ.
  2. საგამომცემლო ეთიკის კოდექსი ეფუძნება სამართლიანობას, ობიექტურობას, კონფიდენციალობასა და გამჭვირვალობის პრინციპებს.

დაქტორებ და სარედაქციო კოლეგია - იღებენ გადაწყვეტილებას ჟურნალში გამოსაქვეყნებელ სტატიებთან დაკავშირებით. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ასევე ჩართულები არიან მეცნიერი რეცენზენტები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ სტატიის რეცენზირების პროცესის ობიექტურობა.

რედაქტორები და სარედაქციო კოლეგიის მოვალეობები

კეთილსინდისიერება

რედაქტორებმა და სარედაქციო კოლეგიამ საქმიანობა უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, რაც განაპირობებს მომხმარებლის ნდობის მოპოვებას.

კონფიდენციალურობა 

რედაქტორებმა და სარედაქციო კოლეგიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა სტატიასა და ავტორთან არსებულ კომუნიკაციაზე.

ინტერესთა კონფლიქტი

რედაქტორები და სარედაქციო კოლეგიის წევრები ვალდებულები არიან  არ გამოიყენონ ავტორის იდეები და კვლევის შედეგები პირადი სარგებლობის მიზნით.

საგამომცემლო გადაწყვეტილებები

ჟურნალის რედაქტორები სარედაქციო კოლეგიასთან ერთად იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას სტატიების გამოქვეყნების თაობაზე.

რედაქტორები და სარედაქციო კოლეგია უზრუნველყოფს სტტაიების გადაცემას მინიმუმ ორი რეცენზენტისთვის (დარგის ექსპერტებისთვის).

რედაქტორების მიერ ხდება ავტორისთვის რეცენზენტის კომენტარების და შენიშვნების გაგზავნა, რეცენზენტის ვინაობის გამჟღავნების გარეშე.

სტატიაში სერიოზული ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მოხდება  დაუყოვნებელი რეაგირება, რამაც შეიძლება მისი გაუქმება განაპირობოს.

სარედაქციო კოლეგია იცავს რეცენზენტების ანონიმურობას.

სხვა დებულებები

  1. ჟურნალში გამოქვეყნებულ ნაშრომში აღმოჩენილი დარღვევის შემთხვევაში ნებისმიერ პირს შეუძლია მიმართოს ჟურნალის მთავარ რედაქტორებს და მოითხოვოს საკითხის შესწავლა და შესაბამისი რეაგირება.
  2. რედაქტორებმა ასეთი განაცხადი უნდა განიხილოს გონივრულ ვადაში სარედაქციო კოლეგიასთან ერთად და დასაბუთებული პასუხი აცნობოს განმცხადებელს.