აჭარის მუზეუმებში დაცული „ლაზური“ ცულების კოლექცია

აჭარის მუზეუმებში დაცული „ლაზური“ ცულების კოლექცია

ავტორები

  • ნუგზარ მგელაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • თემურ ტუნაძე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/gmg2023.01.18

საკვანძო სიტყვები:

ცული, მუზეუმი, არქეოლოგია, ეთნოლოგია

ანოტაცია

ცული, როგორც სამეურნეო, საბრძოლო თუ საკრალური შინაარსის მქონე იარაღი უძველესი დროიდან დოდ როლს ასრულებდა ადამიანის ცხოვრებაში. სამხრეთ კავკასიაში სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი, მათ შორის დასავლეთ საქართველოს არეალი არქეოლოგიური ცულების ფართო მრავალფეროვნებით ხასიათდება, რასაც მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს ხის ჯიშების სიმრავლე, მეტალურგიის მაღალი დონე და მეურნეობის სხვადასხვა დარგების განვითარება. ეთნოგრაფიული თვალსაზრისით სამხრეთ-დასავლეთი საქართველო ცულის ფორმათა დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება, რაც შესაბამისი შრომა-საქმიანობის ფუნქციური დიფერენციაციის შედეგიცაა. ამასთანავე სახეზეა აქრეოლოგიური და ეთნოგრაფიული ცულების ფორმათა საინტერესო თანხვედრა. ამ საკითხის უფრო მეტ თვასაჩინოებას ემსახურება წარმოდგენილი სტატია, სადაც აჭარის მუზეუმში დაცული ცულების ორი ჯგუფია დახასიათებული. პირველ ჯგუფში ერთიანდება ცულები, რომელთა წინა ნიღრი ასწრებს უკანას, ანუ უკანა ნიღრი მაღლაა აწეული და ამასთანავე ცულის პირი მთლიანად შიგნითაა შემოსული; 2. მეორე ჯგუფში ერთიანდება ცულები მკვეთრად გამოხატული გრძელი სატარე ხვრელითა და ფართო პირით. ამ ჯგუფის ცულებს  ასევე მკვეთრად გამოხატული ვიწრო წელი ახასიათებთ, რითაც ისინი განსხვავდებიან სხვა სახის ცულებისაგან.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფიები

ნუგზარ მგელაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ისტორიის აკადემიის დოქტორი, პროფესორი

თემურ ტუნაძე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, ტასუ-ს პროფესორი, ისტორიის აკადემიური დოქტორი

წყაროები

კახიძე, ვიკერსი, მამულაძე, 2000: ა. კახიძე, მ. ვიკერსი, შ. მამულაძე. ადრე შუა საუკუნეების სამარხები ფიჭვნარიდან. – ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის შრომები, ტ.I, ბათუმი.

კახიძე, 2010: ნ. კახიძე. სახელოსნო იარაღ-ხელსაწყოები და მათი კლასიფიკაცია (სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით). – სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ეთნოლოგიის პრობლემები, ტ. III, ბათუმი.

მამულაძე, ქამადაძე, 2017: შ. მამულაძე, კ. ქამადაძე. 2014 წელს სოფ. სიმონეთში (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი) წარმოებული არქეოლოგიური გათხრების ანგარიში. – აჭარა: წარსული და ტანამედროვეობა, ტ. III, ბათუმი.

მგელაძე, ტუნაძე, 2007: ნ. მგელაძე, თ. ტუნაძე. საინტერესო აღმოჩენა გუბაზეულის ხეობაში (ზოტის კოლხური ცული). – ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის შრომები, V, ბათუმი.

მინდორაშვილი, 2021: დ. მინდორაშვილი. არქეოლოგიური გათხრები პეტრა-ციხისძირში, ბათუმი.

რამიშვილი, 1974: ალ. რამიშვილი. კოლხეთის მატერიალური კულტურის ისტრიისათვის, თბილისი.

რეხვიაშვილი, 1948: ნ. რეხვიაშვილი. ქართული ცული. – საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, XV-B, თბილისი.

რეხვიაშვილი, 1964: ნ. რეხვიაშვილი. ქართული ხალხური მეტალურგია, თბილისი.

სახაროვა, 1988: ლ. სახაროვა. კიდევ ერთხელ კოლხური ცულების ტიპოლოგიის შესახებ. – ძიებანი, I, თბილისი.

ქორიძე, 1965: დ. ქორიძე. კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბილისი.

ჯაფარიძე, 1950: ო. ჯაფარიძე. კოლხური ცული. – საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, XVΙ-Β, თბილისი.

Крупнов, 1960: Е. И. Крупнов. Древняя история Северного Кавказа, Москва.

Микеладзе, 1990: Т. К. Микеладзе. К археологии Колхиды, Тбилиси.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-10-31

გამოცემა

სექცია

ეთნოლოგია

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...