ჰერეთის ისტორიული ძეგლები

ჰერეთის ისტორიული ძეგლები

ავტორები

  • ოთო საბანაძე ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის მუზეუმი

DOI:

https://doi.org/10.52340/gmg2023.01.05

საკვანძო სიტყვები:

ჰერეთი, მატერიალური კულტურის ძეგლები, საინგილო, საქართველოდან ჩამოცილება, ქართული კვალი

ანოტაცია

ჰერეთი უძველესი დროიდან ესაზღვრებოდა იბერიის სამეფოს აღმოსავლეთიდან და დასახლებული იყო ქართველთა მონათესავე ტომებით. იბერებსა და ჰერებს შორის უძველესი დროიდანვე არსებობდა მჭიდრო კავშირები და შეიმჩნეოდა ჰერული ტომების ქართლ-კახელებთან კულტურულ-ეთნიკური და პოლიტიკური შერწყმის პროცესი. ჰერეთის წარმოშობაზე საინტერესო ცნობა აქვს ვახუშტი ბატონი-შვილს, მისი თქმით ‘’ჰერეთი ეწოდა თარგამოზის ძის, ჰეროსის გამო, რომელსაც ძმათა თვისთა შორის წილად ხუდა ქვეყანა ესე და დაიპყრა საღვარი თვისი’’ (ვახუშტი ბატონიშვილი, 1941:86). VIII საუკუნეში ხდება ჰერეთის სამთავროს ჩამოყალიბება. მისი სამეფოდ გადაქცევა დაკავშირებულია გრიგოლ ჰამამის სახელთან, რომელმაც 893 წელს მიიღო მეფის ტიტული. ჰერეთის სამეფო მოგვიანებით კახეთის მეფე კვირიკე III მ შეიერთა და შეიქმნა ერთიანი კახეთ-ჰერეთის სამეფო. 1104 წელს ერწუხის ბრძოლაში დავით აღმაშენებელმა მოახერხა და კახეთ-ჰერეთი შეუერთა ერთიან ფეოდალურ საქართველოს. ჰერეთისთვის განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა XVII საუკუნის დასაწყისი. შაჰ აბას I - მა ჰერეთის ტერიტორიაზე ჩამოაყალიბა ელისუს სასულთნო, რომელიც გამაჰმადიანებულ ქართველ თავად ვახვახიშვილს გადასცა და სულთნობა უბოძა. ამიერიდან ელისუს სასულთნო გახდა ქართლ-კახეთის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი ფორპოსტი. დაიწყო მთიდან ლეკების ჩამოსახლება და დამკვიდრება. ლეკები ძლიერ ავიწროვებდნენ ქართველებს და აიძულებდნენ ისლამის მიღებას. XIX საუკუნეში მკვიდრდება ტერმინი ‘’საინგილო’’. ინგილო თურქულად ‘’ახლად მორჯულებულს‘’ ნიშნავს, ხოლო ინგილოებს გამაჰმადიანებულ ქართველებს უწოდებდნენ. ჰერეთის საქართველოდან სამუდამოდ ჩამოცილება მოხდა სერგო ორჯონიკიძის და იოსებ სტალინის თაოსნობით 1921 წლის 15 ნოემბერს საქართველოსა და აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკების შეთანხმების საფუძველზე. დღეისათვის ჰერეთი შედის აზერბაიჯანის შემადგენლობაში და მოიცავს ბელაქანის, ზაქათალის და კახის რაიონებს. მიუხედავად სამშობლოსგან მოწყვეტისა, ჰერეთში დღესაც შემორჩენილია ქართული კვალი, რაც გამოხატულია სხვადასხვა ისტორიული ძეგლებით, მათ შორის უმრავლესი არის ტაძრე-ბი. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ქართველს ჰქონდეს ინფორმაცია სამშობლოს მიღმა დარჩენილ სამშობლოზე და იქ არსებულ ქართულ ძეგლებზე. ჩემს მიერ მომზადებული თემაც ამ მიზანს ემსახურება. ამ სტატიაში მე შევეხები ჰერეთის რამდენიმე გამორჩეულ მატერიალური-კულტურის ძეგლს, მათ შორისაა: ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია, ალიბეგლოს წმინდა ნინოს ეკლესია, კახის პატარა ალავერდის ეკლესია, ლექართის წმინდა ნინოს სამონასტრო კომპლექსი, ჰერეთში არსებული ე.წ კავკასიის დიდი კედელი და თამარის ხიდი.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

ოთო საბანაძე, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის მუზეუმი

მეცნიერ - მუშაკი

წყაროები

საქართველოს ისტორიის ოთხტომეული - ტომი მეორე

ჭილაშვილი ლ, კახეთის ქალაქები (XIV-XVII ს.ს), გამომცემლობა მეცნიერება, თბილისი 1980

პაპუაშვილი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970

ვახუშტი ბატონიშვილი - აღწერა სამეფოსა საქართველოსა (საქართველოს გეოგრაფია) - თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედაქციით - სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა - თბილისი - 1941.

დ.მუსხელიშვილი-საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები II თბ. გამომცემლობა მეცნიერება, თბილისი 1980

ილია ადამია - ძველი ჰერეთის ხუროთმოძღვრული ძეგლები // ძეგლის მეგობარი, 1969 წ. კრ.19

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-10-27

გამოცემა

სექცია

ისტორია

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...