თამაშის მეთოდი

თამაშის მეთოდი

ავტორები

  • დარეჯან გაგნიძე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/tuw.2024.37.01.35

საკვანძო სიტყვები:

თამაში, ვიგოდსკი, სიუჟეტი, სცენარი, სპექტაკლი, როლები

ანოტაცია

ხელოვნება და კერძოდ შემოქმედებითი საქმიანობა წარმოადგენს ბავშვის განვითარების მუდმივ თანამგზავრს, წერდა ლ.ს. ვიგოდსკი. ბავშვისათვის ყველაზე საინტერესო და მიმზიდველ საქმიანობას ხატვა წარმოადგენს. ის აძლევს ბავშვს საშუალებას თავის ნახატში გადმოსცეს მის მიერ დანახული სინამდვილე.ხატვა ანვითარებს: ბავშვის აზროვნებას, მეხსიერებას, ფანტაზიას, მხატვრულ გემოვნებას, ფერთა შეგრძნების და შეხამების უნარებს,  ხელის მოტორიკას, ასწავლის მას ფიქრს და ანალიზს.ბავშვი უკვე ამჩნევს და თავის ნამუშევრებშიც ცდილობს გადმოსცემს გარე სამყაროს ფერადოვნება. არსებობს უამრავი ხერხი ანუ (მეთოდი),რომელიც ორიენტირებულია ხატვის ტექნიკის დასაუფლებლად. ამ მეთოდებიდან ერთ–ერთი წამყვანი ადგილი თამაშის მეთოდს უკავია. თამაში ადამიანის და განსაკუთრებით ბავშვის ქცევის ერთ–ერთი  ფორმაა. გერმანელი ფსიქოლოგი ბიულერი თვლიდა, რომ თამაში არის საქმიანობა, რომელსაც საფუძვლად ფუნქციური სიამოვნების მიღება უდევს.თამაშს, როგორც სასწავლო მეთოდს უნდა ჰქონდეს შემდეგი მოთხოვნები: ა)სათამაშო სიუჟეტის შექმნა. რომელიც მოტივაციას შეუქმნის ბავშვს.ბ) თითოეული ბავშვის ჩაბმას თამაშში. თამაშის მეთოდის ორგანიზაცია ხდება მასწავლებლის მიერ, რომელსაც უნდა ჰქონდეს უნარი შეთხზას, მოიგონოს როგორც სცენარისტმა სპექტაკლი. შექმნას როლები და სპეციალური დიალოგები კონკრეტული მეცადინეობისა და თემის ირგვლივ.ზოგჯერ პერსონაჟები და მონაყოლი ამბები ისეთ საინტერესო დიდ ზღაპრად გადაიქცევა, რომ შესაძლებელია უკვე მისი თეატრალიზება. თეატრი ყველა ბავშვისათვის ზღაპრული სამყაროა და რაოდენ საინტერესო იქნება მათთვის როცა ისინი თავად იქნებიან მსახიობებიც, მხატვრებიც, შექმნიან კოსტუმებს და დეკორაციებს, შეურჩევენ მუსიკას და რა უნდა იყოს ბავშვებისათვის ამაზე ემოციური და დიდი დღესასწაული. თამაშის მეთოდი გამოიყენება  ხატვის სხვადასხვა ეტაპზე. ნამუშევრის დაწყების წინ ე.ი. მოსამზადებელ ეტაპზე. ნახატის შექმნის პროცესში და  ნახატის დამთავრების შემდეგ. ეს ბოლო კი უკვე ისეთი თამაში იქნება, სადაც ასახული იქნებიან ნახატის პერსონაჟები, სიუჟეტი და  კონკრეტული ობიექტები. მაგალითად ბავშვებს ვთხოვთ გააცოცხლონ ნახატი და  მოირგონ როლები. იმისათვის, რომ თამაშის მეთოდმა სასურველი შედეგი მოგვცენ, საჭიროა გავითვალისწინოთ ბავშვთა ასაკი.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Выготский Л.С. (1965) Игра и ее роль в психическом развитии ребенка. Вопросы психологии. №6. c.20.

Погодина, C.В. (2010) Теория и методика развития детского изобразительного творчества. М. Издательский центр «Академия». с.352

Эльконин Д.Б. (1978) Психология игры. М.Просвещение, с .130

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-03-17

გამოცემა

სექცია

3300 საზოგადოებრივი მეცნიერებები (ყველა) / 3304 განათლება
Loading...