საქართველოს ფლორის ენდემური მაყვლის სახეობის - Rubus cyri Juz. მიწისზედა ვეგეტატიურ ორგანოთა მიკროსტრუქტურული თავისებურებანი
PDF

საკვანძო სიტყვები

Rubus cyri Juz
საქართველოს ენდემური მცენარე
ვეგეტატიური ორგანოები
ანატომია
სადიაგნოსტიკო მახასიათებლები

კატეგორიები

როგორ უნდა ციტირება

გერგაული ნ., მჭედლიძე ქ., & ანელი ჯ. (2024). საქართველოს ფლორის ენდემური მაყვლის სახეობის - Rubus cyri Juz. მიწისზედა ვეგეტატიურ ორგანოთა მიკროსტრუქტურული თავისებურებანი. ქართველი მეცნიერები, 6(1), 232–242. https://doi.org/10.52340/gs.2024.06.01.29

ანოტაცია

შესწავლილია საქართველოს ენდემური მცენარის Rubus cyri Juz.-ის მიწისზედა ვეგეტატიურ ორგანოთა ანატომიური აგებულება. მიკროტექნიკაში მიღებული კვლევის კამერალური მეთოდების საფუძველზე დადგენილია R. cyri-ის მიკროსტრუქტურის სადიაგნოსტიკო მახასიათებლები. ყლორტის მუხლთშორისის ეპიდერმისის ფუძემდებარე უჯრედები მწყობრად დაგვირისტებულია, ეპიდერმისის უჯრედებს შორის დიფერენცირებულია ენციკლოციკლური (პოლისექტური) ტიპის ბაგის აპარატი. ფოთლის ადაქსიალული ეპიდერმისი მრუდხაზოვანი, აბაქსიალური - სწორხაზოვანი და ორივე ერთნაირად სუსტად მოხრილკედლიანი აღნაგობისაა. ფოთლის აბაქსიალურ ეპიდერმისში პარაციტული სახის ბაგეებია წარმოდგენილი.

  1. R. cyri-ის ღერძითი ორგანოების ტრანზიტორული სისტემა კონობრივია, განსხვავება ყლორტის მუხლთშორისის, ფოთლის ყუნწის და მთავარ ძარღვში გამტარ კონათა რაოდენობაში და ერთმანეთის მიმართ მჭიდრო ან ფაშარ განწყობაში გამოიხატება. ღერძით ორგანოებსა და ფოთოლშიც არსებული გამტარი კონა ჭურჭელ-ბოჭკოვანი კოლატერალური სტრუქტურისაა, იზოლირებული კამბიუმით წარმოდგენილი. გამტარ კონათა მერქანში აისახება ტრაქეიდების, გამტარი ჭურჭლებისა და ბოჭკოვანი უჯრედების არაერთგვაროვანი კალიბრის სანათურები; ტრაქეალურ ქსოვილთა შიდა გარსისის გასქელება მორიგეობით ფოროვანი და სპირალურია.
  2. R. cyri-ის ფოთლის ფირფიტა ბიფაციალური ფორმის, ჰიპოსტომატური, დორზოვენტრალური სტრუქტურისაა; R. cyri-ის ეკლის შინაგანი აღნაგობა თითქმის ერთფეროვანია, მის სიმტკიცეს მექანიკური ტიპის, კოლენქიმური უჯრედებისა და სქელგარსიანი პოლიგონალური უჯრედების თანაპოვნიერება განაპირობებს.
https://doi.org/10.52340/gs.2024.06.01.29
PDF

წყაროები

დავით ბაგრატიონი - იადიგარ დაუდი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი, 1985; გვ.5, 702;

რევაზ გაგნიძე - საქართველოს ფლორის კონსპექტი ნომენკლატურული ნუსხა; თბილისი 2005, გვ. 5-19; -247;

საქართველოს ფლორის ნომენკლატურული ნუსხა - გამომცემლობა „უნივერსა-ლი“, თბილისი 2018წ. - 295;

საქართველოს ფლორა - ტ. I-XVI; გამოცემა „მეცნიერება“,თბილისი; 1971-2007;

სახელმწიფო ფარმაკოპეა - ტ. II; თბილისი, 2003; -453;

საქართველოს ფლორა; - ტ.VI, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი 1980,გვ.106-107;

საქართველოს მეოთხე ეროვნული მოხსენება ბიომრავალფეროვნების კონვენცი-ისადმი, 2010; http://www.eiec.gov.ge;

სამკურნალო მცენარეთა ენციკლოპედია - ტომი 2, გვ. 376;

სამკურნალო მცენარეები, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2014 გვ. 168;

თამარ მამაცაშვილი - კარაბადინი; გამომცემლობა „პალიტრა“, 2009წ. გვ.35, გვ.51,57,78;

https://www.worldfloraonline.org/search?query=rosaceae

Hummer, K. E. (2010). Rubus Pharmacology: Antiquity to the Present. HortScience horts, 45(11), 1587-1591. Retrieved Jan 18, 2024, from https://doi.org/10.21273/HORTSCI.45.11.1587;

Labban L. and Thallaj N. The medicinal and pharmacological properties of Damascene Rose (R. damascena):A review. International Journal of Herbal Medicine, 2020; 8(2):33-37;

Qinglin Meng, Hakim Manghwar and Weiming Hu - Study on Supergenus Rubus L.: Edible, Medicinal, and Phylogenetic Characterization; Plants 2022, 11, 1211. https://doi.org/10.3390/plants11091211;

Sánchez-Velázquez OA, Mulero M, Cuevas-Rodríguez EO, Mondor M, Arcand Y, Hernández-Álvarez AJ. In vitro gastrointestinal digestion impact on stability, bioaccessibility and antioxidant activity of poly-phenols from wild and commercial blackberries (Rubus species). Food Funct. 2021;12(16):7358–78;

Sharmaa M, Kaura J, Kumar V, Sharmaa K. Nutraceutical potential of Rubus ellipticus: a critical review on phytochemical potential, health benefits, and utilization. Think India Journal. 2019;22(37):878–98;

Veljkovic B, Djordjevic N, Dolicanin Z, Licina B, Topuzovic M, Stankovic M, Zlatic N, Dajic-Stevanovic Z. Antioxidant and anticancer properties of leaf and fruit extracts of the wild raspberry (Rubus idaeus L.). Not Bot Horti Agrobo. 2019;47(2):359–67;

Н.А. Анели – Анатомическое строение междоузлия, как диагностический признак; Химия и биология активных вущуств лекарственных растений Грузии;გამ. „მეცნიერება“, თბილისი 1969, გვ.148-167.

Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

საავტორო უფლებები (c) 2024 ქართველი მეცნიერები

Downloads

Download data is not yet available.

Metrics

Metrics Loading ...