ანოტაცია
განვითარებული ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ ხარისხის ინფრასტრუქტურა ქმნის შესაბამის ჩარჩოს, რომელიც საჭიროა კაცობრიობისათვის პროდუქტის, მომსახურების ხარისხის, უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი მდგომარეობის მხარდასაჭერად და გასაუმჯობესებლად. თვით ხარისხის ინფრასტრუქტურა მოიცავს შესაბამის კომპონენტებს (სტანდარტები, მეტროლოგია, აკრედიტაცია, ტესტირება და სხვა) და შესაბამისობის შეფასებას (სერთიფიცირება), რომლის ფორმატიც წინასწარ განსაზღვრულია. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ სამეცნიერო კვლევები ადამიანის პროგრესისა და განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ასევე ძირითად როლს თამაშობს ხარისხის ინფრასტრუქტურის თითოეული ელემენტის შექმნასა და ფუნქციონირებაში .
აღნიშნულის შესაბამისად, სამეცნიერო კვლევების სტანდარტების სახით წარმოდგენა, ან სტანდარტების შემუშავების დროს გამოყენება, მეტად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მკვლევარებისთვის მათი შედეგების დანერგვის თვალსაზრისით. ასევე, მოცემული მიდგომა ქმნის წინაპირობას კვლევის მიზნის სწორად შერჩევისთვის, რომლის საფუძველზე მიღებული შედეგი უზრუნველყოფს ღირებულ ხელშეწყობას ბიზნესისთვის. გარდა ამისა, გამოკვეთილი ორინტირის აღება სამეცნიერო შედეგების სტანდარტიზირებისკენ ასევე მკაფიოდ წარმოაჩენს კვლევებში არსებულ საკამათო საკითხებს და ხელს უწყობს მეცნიერებს უზრუნველყონ საკუთარი კვლევების ვალიდურობა და შედეგიანობა.
გამომდინარე აღნიშნულიდან მეცნიერება და მისი შედეგები, როგორც კაცობრიობის განვითარების მამოძრაველი ფაქტორი, ფარავს ცხოვრების ყველა სფეროს. იგი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ხარისხის ინფრასტრუქტურის შექმნასა და სრულყოფაში, რომელიც თავის მხრივ ეკონომიკური განვითარების მექანიზმის - მთავრობა - ბიზნესი - მარკეტი - მომხმარებელი - ერთობლივი და სინქრონული მუშაობის გარანტიად გვევლინება.
წყაროები
Ishikawa, K. (1985). What is total quality control? The Japanese way. Prentice Hall.
QUALITY INFRASTRUCTURE Good Governance in Quality Policy Design, (2022) UNIDO, Vienna, Austria,
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (economy.ge), ვებ რესურსი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (economy.ge)
Castka, Pavel. (2020). The Role of Standards in the Development and Delivery of Sustainable Products: A Research Framework. Sustainability. 12. 10461. 10.3390/su122410461.
Wiegmann P.M. (2019) Managing Innovation and Standards A Case in the European Heating Industry, Pallgrave Mcmillan, Uk, London,
ISO 9001 revision 2015 vs 2008 - Main changes , (2015) ვებ რესურსი: ISO 9001 revision 2015 vs 2008 - Main changes [Infographic] (advisera.com),
Phillips, M. (2019). Standards Collections: Considerations for the Future. Collection Management. 44. 1-14. 10.1080/01462679.2018.1562396.
სტანდარტიზაციის, აკრედიტაციის, შესაბამისობის შეფასების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის სფეროში საქართველოს მთავრობის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ(2010). ვებ რესურსი: https://geostm.ge/docs/965.pdf
Lillian & Shockley, Kristen & Bauer, Talya & Edwards, Bryan & Homan, Astrid & Johnson, Russell & Lang, Jonas & Morris, Scott & Oswald, Frederick. (2020). Methodological checklists for improving research quality and reporting consistency. Industrial and Organizational Psychology. 13. 76-83. 10.1017/iop.2020.14.
APA Publications and Communications Board Working Group on Journal Article Reporting Standards. (2008).Reporting standards for research in psychology: Why do we need them? What might they be? American Psychologist,63, 839–851.
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
საავტორო უფლებები (c) 2024 ქართველი მეცნიერები